ვორკუტა: შრომის ბანაკიდან მრეწველობის დაღმასვლამდე
ვორკუტასთან ბანაკები 1931 წელს დაარსდა, არქტიკულ ურალის მთებში ქვანახშირის მოსაპოვებლად. ისინი 1956 წლამდე მოქმედებდა.
ამ დაუთარიღებელ ფოტოსურათზე ასახულია ვორკუტის ორი პატიმარი მათი გათავისუფლებისას. მარჯვნივ ვხედავთ პოლონეთის სამამულო არმიის ("არმია კრაიოვა"-ს) წევრს - პარტიზანს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გერმანელებს ებრძოდა. პოლონეთის სამამულო არმიის ბევრი წევრი ომის შემდეგ გულაგში აღმოჩნდა.
საბჭოთა გულაგის პატიმრები მუშაობენ ჩრდილოეთ პეჩორის რკინიგზის მშენებლობაზე (დაუთარიღებელი ფოტოსურათი)
ვორკუტის ბანაკის მცველების დაუთარიღებელი სურათი. მცველები უმეტესწილად აჰყავდათ სამწლიანი კონტრაქტით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ. მცველებს უფლება ჰქონდათ, გაუფრთხილებლად ესროლათ პატიმრისათვის, თუ ის სამუშაოსათვის განკუთნვილ ზონას გასცდებოდა ან მეტისმეტად ახლოს მივიდოდა ბანაკის ღობესთან.
პოლონეთის სამამულო არმიის ("არმია კრაიოვა"-ს) ჯარისკაცის, სტეფან იუზეფოვიჩის დაუთარიღებელი სურათი. ის 1945 წელს დააპატიმრა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა, რის შემდეგაც მას სიკვდილი მიუსაჯეს. მოგვიანებით განაჩენი შეიცვალა 20 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიით. 1953 წელს იუზეფოვიჩი მონაწილეობდა პატიმრების გაფიცვაში N29 მაღაროში. ის 1956 წელს დაბრუნდა პოლონეთში.
პატიმართა და გადასახლებულთა სასაფლაოს დაუთარიღებელი ფოტოსურათი. უკანა პლანზე მაღაროები მოჩანს. პატიმრებს ტუნდრაში ასაფლავებდნენ და მათ საფლავებზე ამაგრებდნენ დაფას, რომელზეც გამოსახული იყო გარდაცვლილი პატიმრის ნომერი ბანაკში. 1956 წლის შემდეგ გათავისუფლებულმა პატიმრებმა საფლავების ამოცნობა მოახდინეს და აღმართეს ჯვრები გარდაცვლილთა სახელებით.
გულაგის პატიმრების სასაფლაო დღევანდელი სახით.
მიტოვებული შენობები ქალაქ ვორკუტაში, მდინარე ვორკუტის მახლობლად.
მიტოვებული შენობები ვორგაშორის დასახლებაში.
შესასვლელი "ვორკუტინსკაიას" მაღაროში, სადაც სულ ცოტა 18 ადამიანი დაიღუპა თებერვლის დასაწყისში აფეთქების შედეგად.
გულაგის მსხვერპლთა პოლონური მემორიალი "ვორკუტინსკაიას" მაღაროსთან.
იქვე უკრაინული მემორიალური დაფა პატივს მიაგებს გულაგის მსხვერპლს.
პირველი მონუმენტი ვორკუტაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა პატივსაცემად.
ამ შენობის კედელზე გაკეთებული წარწერა ეძღვნება 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის 50-ე წლისთავს.
შესასვლელი "კომსომოლსკაიას" მაღაროში, რომელიც 1990-იან წლებში დაიხურა.
საბჭოთა პერიოდის კედლის მხატვრობის ეს ნიმუში ეძღვნება რუსეთის კომის რესპუბლიკის მეგობრობას ბულგარეთთან. ვორკუტა კომის რესპუბლიკაში მდებარეობს.
მიტოვებული შენობა ვორგაშორის დასახლებაში.