„ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ თბილისში
Your browser doesn’t support HTML5
„ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ − ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც 27 აპრილს გაიხსნა თბილისის გალერეა Black & White-ში. მასზე წარმოდგენილია ხუთი ქართველი ფოტოგრაფის მიერ სხვადასხვა დროს, ნიუ-იორკში გადაღებული ათ-ათი ფოტოსურათი. გამოფენა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს ეძღვნება, 1 მაისამდე გასტანს.