ხუთი ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს ონლაინპეტიციას სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით. პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ თანამშრომელთა მიერ შეიქმნა. ხელმომწერები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ამბობენ, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე. ხელისუფლება კი, როგორც ჩანს, გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს. რატომ და ვინ ურჩევს ხელისუფლებას ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას?
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტი - ეს იქნება ქართული საზოგადოების ყველაზე ადეკვატური პასუხი რუსეთის ხელისუფლების იმ ქმედებებზე, რომელთაც ის ახორციელებს ყოფილი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნის შემცველ პეტიციაზე ერთი-ერთი პირველი ხელმომწერია.
„იყო ასეთი არგუმენტიც, რომ ჩვენ არავინ მხარს არ დაგვიჭერს, მაგრამ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მხარდაჭერაზეც აღარ არის საუბარი; მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და გამოვხატოთ პროტესტი, ანუ აქ საუბარი არის პროტესტზე იმის წინააღმდეგ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და რასაც ახორციელებს რუსეთი“.
ეკა გიგაურის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას სხვა არგუმენტები აქვს, შეუძლებელია საზოგადოება მდუმარედ ეთანხმებოდეს მის პოზიციას. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ვოლსკი ამბობს, ხელისუფლების ინსტრუმენტია კეთლგანწყობა და ამ ინსტრუმენტს ხელისუფლება იყენებს იმისათვის, რომ მას საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაუჭიროს მხარი. გიორგი ვოლსკის სიტყვებით, არავის უნდა მისცეს საქართველოს ხელისუფლებამ საშუალება, რომ ქვეყანა კონფრონტაციული განწყობების მქონედ წარმოაჩინოს:
„საქართველოს მთავრობას მყარად აქვს გადაწყვეტილი გაითვალისწინოს მოსახლეობის 80%-ის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან. აქედან გამომდინარე, რუსეთის ოლიმპიადიაში მონაწილეობაზე უარის თქმა ამ პრინციპებიდან გადახვევა იქნება“.
გიორგი ვოლსკის სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლება ერთგულია საკუთარი პლატფორმის, რაც მოლაპარაკებების უალტერნატივობაში გამოიხატება. ოლიმპიადაში მონაწილეობა კი არის ამ პლატფორმის მიმართ ერთგულების გამოხატულება.
რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ ოლიმპიადაზე წასვლით, გაუგებარია ესქპერტისთვის უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძისთვის. მისთვის საერთოდ გაუგებარია როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყანა წარდგეს ოლიმპიადაზე იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველდღიურ ანექსიას ახორციელებს. ხათუნა ლაგაზიძის სიტყვებით, საქართველო დღეს პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთთან:
„მივაღწიეთ შედეგს იმ დათმობით, რასაც ჩვენ აქამდე ვთმობდით რუსეთთან? - ასეთი ფორმულირება რომ შევთავაზოთ იმავე საერთაშორისო საზოგადოებას, რა, გაუკვირდებათ? რომ რუსეთი ყოვედღიურად ახორციელებს საქართველოს მიწების, ტერიტორიების მიტაცებას, დაპყრობას და ანექსიას და ასეთ პირობებში უნდა წავიდეთ და რუსეთის ტერიტორიაზე ოლიმპიადაში მივიღოთ მონაწილეობა? იქ, სადაც მედლებს კი არა, მედლებთან მიახლოებულ პოზიციებზეც ვერ გავალთ და ყველაზე შუალედური გამოსავალი არის, ალბათ, ოლიმპიური დროშის ქვეშ მონაწილეობის მიღება, რაც თავისთავად ძალიან რეზონანსული იქნება. ამ ორი არჩევანიდან ერთ-ერთი უნდა გავაკეთოთ: ან საერთოდ არ წავიდეთ, - და მე ძნელად მეგულება ჯარიმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების წართმევაზე უფრო დიდი ჯარიმა იქნება, - ან უნდა წვიდეთ და წავიდეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ იქ, იმ უზარმაზარ ფორუმზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი“.
დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო უშიშროების საბჭოს სხდომაში, სადაც მცოცავი ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის საკითხების განხილვაა დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განმარტებით, მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომაში არ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ეს არის პრეზიდენტის პიარაქცია. საქართველოს მთავრობა დაკავებულია ამ საკითხების რეალური მოგვარებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობას მყარად აქვს გადაწყვეტილი გაითვალისწინოს მოსახლეობის 80%-ის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან. აქედან გამომდინარე, რუსეთის ოლიმპიადიაში მონაწილეობაზე უარის თქმა ამ პრინციპებიდან გადახვევა იქნება...გიორგი ვოლსკი