პეკინის გამზირის მომავალი

Your browser doesn’t support HTML5

პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის დატოვება უკვე თითქმის გადაწყეტილია, თუმცა, სპეციალისტები ჯერაც მანქანების ნაკადებს აკვირდებიან, რათა საბოლოო სქემაზე შეთანხმდნენ. დღემდე არაა გარკვეული მიმდებარე ქუჩების ბედი, ასევე რამდენად მოსახერხებელი იქნება პარკირება. საუბარია იმაზეც, რომ ცალმხრივმა მოძრაობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ბიზნესის იმ ობიექტების განვითარებას, რომლებიც პეკინის გამზირზეა განთავსებული.