ევროპის საკლუბო ტურნირებში ჩვენი გუნდების რაოდენობა განახევრდა: ქუთაისის “ტორპედო” დასაწყისშივე გამოემშვიდობა ევროლიგას, ხუთშაბათს კი მისი ბედი, თუმცა მეორე ეტაპზე, საჩხერის “ჩიხურამ” გაიზიარა, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ, შვეიცარიის “თუნთან” დამარცხების შემდეგ, რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის დამატების აუცილებლობა აღნიშნა. თუ გავიხსენებთ “ჩიხურას” თამაშს ევროლიგაზე, საწინააღმდეგო არგუმენტი არ უნდა არსებობდეს.
ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე თბილისის “დინამოს” “სტიაუასთან” რთული მატჩები მოელის. რუმინელებმა ფეხბურთის თამაში, მართლაც, კარგად იციან და ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ პირველი მატჩი თბილისში გაიმართება.
გორის “დილას” კი წილისყრამ პირველი შეხვედრის ჩატარება სტუმრად არგუნა. მისი მეტოქის, სპლეტის “ჰაიდუკის” ხსენებაზე ის ხორვატი ფეხბურთელები გაგონდება, ევროპული ფეხბურთი რომ დაამშვენეს, თუნდაც მეკარე ბეარა და ფორვარდი სკობლარი – ჰაიდუკის, იუგოსლავიის ნაკრებისა და ევროპელი კლუბების სახელოვანი მოთამაშეები. ყველას ჩამოთვლას, ბუნებრივია, ახლა არ შევუდგები. ხუთშაბათს “ჰაიდუკისა” და “დილას” მატჩია, ორი დღით ადრე კი “დინამო” და “სტიაუა” ითამაშებენ.
“როგორც ყოველთვის, მოთმინებით დაველოდებით ჩვენი გუნდების მატჩებს. მაგრამ ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და 19 წლამდელთა ნაკრებზეც მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება. ელიტრაუნდში გასვლა მიღწევაა, მაგრამ როდემდე შეიძლება წინასწარ ასეთი ტრაბახი, ბაქიბუქი? ყველა, მთელი გუნდი, ჟურნალისტები, დამლაგებლები, მენეჯერი ერთ ამბავში იყვნენ - ამტკიცებდნენ, თუ რა ნიჭიერები არიან. როდის ვისწავლით ჭკუას? სად არიან პერსპექტიული ფეხბურთელები? მე ისინი ვერ დავინახე”, ამბობს დევი დობორჯგინიძე, საფეხბურთო წრეებთან დაახლოებული სტაჟიანი და, როგორც თვითონვე ამბობს, პროფესიონალი გულშემატკივარი. მისი აზრით, მთავარი პრობლემა საქართველოს ყმაწვილთა ფეხბურთში მწვრთნელის დეფიციტია:
“თუ მოიძებნება საქართველოში თუნდაც ერთი გულშემატკივარი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენს გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა. მე ქვეჯგუფის ბოლო თამაშებიც ვნახე და ყველა გუნდს თავისი ხელწერა აქვს, გააზრებულ ფეხბურთს თამაშობენ... საქართველოში უპირველესი პრობლემა ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელის დეფიციტია. ჯერ სხვების აღმზრდელები უნდა აღზარდონ, ესაა უმთავრესი ამოცანა”.
შესაძლოა, გადაჭარბებულად მოგეჩვენათ ფეხბურთის გულშემატკივრის პრეტენზიები, რასაც, პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, საფუძველი აქვს და ამიტომ არც მეუცხოვა.
ლიტვაში კი, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ორი შეხვედრა წააგო, ერთი ფრედ დაამთავრა და ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, 29 ივლისს ნახევარფინალურ მატჩებს სერბეთი-პორტუგალია და ესპანეთი-საფრანგეთი ჩაატარებენ.
ამ გუნდების რამდენიმე ფეხბურთელის გვარს ევროპელი გულშემატკივრები, ალბათ, მომავალშიც არაერთხელ გაიგონებენ.