რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, 24 წლის მსჯავრდებულმა თავი ჩამოიხრჩო სარეჟიმო კორპუსის მე-4 საკანში. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ პატიმარს თავი არ მოუკლავს. ვითარებაში გარკვევის მიზნით, პატიმართა და მსჯავრდებულთა მე-6 დაწესებულებაში სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის წევრები შევიდნენ.
24 წლის თემურ კორტავას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 25 დეკემბერს გაავრცელა. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ:
„2012 წლის 24 დეკემბერს, 15:45 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა მეექვსე დაწესებულებაში დაფიქსირდა სავარაუდო სუიციდის შემთხვევა. მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა ახალი სარეჟიმო კორპუსის მეოთხე საკანში ჩამომხრჩვალი იპოვა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა“.
ვითარებაში გარკვევის მიზნით, რადიო თავისუფლება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ საქმეში მეტი სიცხადე ვერ შეიტანა:
„სავარაუდოდ, ეს არის სუიციდის ფაქტი. გამოძიება დაწყებულია და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. საკანში დამონტაჟებული იყო ვიდეოგადაღების მოწყობილობა, რაც გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმცემია“.
გამოძიების დასრულებას ელოდება სახალხო დამცველის ოფისიც, თუმცა ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე ამბობს, რომ მისი თანამშრომლები შეხვდნენ და ესაუბრნენ იმ პატიმრებს, ვისთან ერთადაც თემურ კორტავა სასჯელს იხდიდა მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე.
„როგორც აღმოჩნდა, მას ერთხელ უკვე ჰქონია სუიციდის მცდელობა. მაშინ თანასაკნელებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ამის შემდეგ მსჯავრდებულ კორტავას ჰქონდა სერიოზული პირადი ხასიათის პრობლემები, დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, რის გამოც მან მოითხოვა ცალკე გადასვლა. საბოლოოდ, ის მოათავსეს ვიდეოკამერით აღჭურვილ საკანში, თუმცა, ამის მიუხედავად (როგორც ჩანს, არ იყო სათანადო დონეზე ზედამხედველობა), მან მაინც მოახერხა სუიციდის ბოლომდე მიყვანა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნათია იმნაძემ.
თუმცა გარდაცვლილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა. თემურ კოტავას დედამ, ეთერ აბაშიამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ბათუმის საპყრობილეში ყოფნისას მის შვილს აწამებდნენ და, საბოლოო ჯამში, იმის გამო მოკლეს, რომ მოძალადეების წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა:
„მოწმის სახით ჩამოიშორეს ჩემი შვილი... მოისყიდეს და შეუგზავნეს მკვლელი. სინამდივლეში თემურ კორტავას თავი არ ჩამოუხრჩვია. მინდა ეს იცოდეთ. ჩამოკიდეს“.
გარდაცვლილი მსჯავრდებულის ადვოკატი მიხეილ ნემსაძე კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბოლო დროს დეპრესიულ მდგომარეობაში იყო და დასავლეთ საქართველოში გადაყვანას ითხოვდა. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, რომ ოჯახის ვერსია უსაფუძვლო არ არის:
"თემურ კორტავას საქმეზე არის მთელი ისტორია. შარშან ზაფხულში მას ბათუმში ციხის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა სცემეს, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს. პატიმართან სანახავად რომ მივედი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეტლით მომიყვანეს – მძიმე დაზიანებები ჰქონდა და სამედიცინო ნაწილში 4-5 თვე მკურნალობდა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო. ამის შემდეგაც მუდმივად მედიკოსების ყურადღების ქვეშ იყო. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად, რასაც ოჯახი ამბობს, სიმართლეს ჰგავს, თუმცა მე ამ ეტაპზე მტკიცებულება არ მაქვს".
თემურ კორტავას ოჯახმა დახმარებისათვის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“ მიმართა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა ფოფხაძის თქმით, ოჯახის წევრთა სურვილის შემთხვევაში ახალგაზრდა იურისტები მზად არიან საადვოკატო მომსახურება გაუწიონ.
„ასეთი თანხმობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გარკვეული იურიდიული მოქმედებები განვახორციელოთ, ანუ ჩავერთოთ ოფიციალურად გამოძიების პროცესში, რომელიც დაიწყო, და თვალყური მივადევნოთ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. გარდა ამისა, შესაძლებელია, მონიტორინგის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლა და სხვა პატიმრების დაკითხვა. ასევე ჩვენ ველოდებით როგორც სამინისტროს, ასევე ექსპერტიზის დასკვნებს და თუ ოჯახს ეჭვი ეპარება, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა, მაშინ შესაძლებელია გაკეთდეს ალტერნატიული ექსპერტიზა და ამ კუთხითაც შეგვიძლია ოჯახს დავეხმაროთ“, - უთხრა ეკა ფოფხაძემ რადიო თავისუფლებას.
ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტშიც, რომლის ხელმძღვანელის ნათია იმნაძის თქმით, ასევე გასარკვევია, იღებდა თუ არა მსჯავრდებული სათანადო სამედიცინო მომსახურებას და რა ვითარებაში გარდაიცვალა ის:
„ვაპირებთ ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას როგორც საკნიდან, ასევე დერეფნიდან და სამართავი პულტიდან, რათა გავარკვიოთ როგორი მეთვალყურეობის ქვეშ იყო ეს ადამიანი და რა ვითარება იყო სუიციდის მომენტში მის საკანთან“.
ოფიციალური ინფორმაციით, თემურ კორტავა სასჯელს ხულიგნობის გამო იხდიდა და, ამნისტიის გამოსვლის შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დაეტოვებინა.
24 წლის თემურ კორტავას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 25 დეკემბერს გაავრცელა. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ:
„2012 წლის 24 დეკემბერს, 15:45 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა მეექვსე დაწესებულებაში დაფიქსირდა სავარაუდო სუიციდის შემთხვევა. მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა ახალი სარეჟიმო კორპუსის მეოთხე საკანში ჩამომხრჩვალი იპოვა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა“.
სავარაუდოდ, ეს არის სუიციდის ფაქტი. გამოძიება დაწყებულია და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. საკანში დამონტაჟებული იყო ვიდეოგადაღების მოწყობილობა, რაც გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმცემია...გიგა გიორგაძე
ვითარებაში გარკვევის მიზნით, რადიო თავისუფლება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ საქმეში მეტი სიცხადე ვერ შეიტანა:
„სავარაუდოდ, ეს არის სუიციდის ფაქტი. გამოძიება დაწყებულია და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. საკანში დამონტაჟებული იყო ვიდეოგადაღების მოწყობილობა, რაც გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმცემია“.
გამოძიების დასრულებას ელოდება სახალხო დამცველის ოფისიც, თუმცა ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე ამბობს, რომ მისი თანამშრომლები შეხვდნენ და ესაუბრნენ იმ პატიმრებს, ვისთან ერთადაც თემურ კორტავა სასჯელს იხდიდა მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე.
„როგორც აღმოჩნდა, მას ერთხელ უკვე ჰქონია სუიციდის მცდელობა. მაშინ თანასაკნელებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ამის შემდეგ მსჯავრდებულ კორტავას ჰქონდა სერიოზული პირადი ხასიათის პრობლემები, დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, რის გამოც მან მოითხოვა ცალკე გადასვლა. საბოლოოდ, ის მოათავსეს ვიდეოკამერით აღჭურვილ საკანში, თუმცა, ამის მიუხედავად (როგორც ჩანს, არ იყო სათანადო დონეზე ზედამხედველობა), მან მაინც მოახერხა სუიციდის ბოლომდე მიყვანა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნათია იმნაძემ.
მას ბათუმში ციხის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა სცემეს, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს. პატიმართან სანახავად რომ მივედი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეტლით მომიყვანეს – მძიმე დაზიანებები ჰქონდა და სამედიცინო ნაწილში 4-5 თვე მკურნალობდა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო...მიხეილ ნემსაძე
თუმცა გარდაცვლილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა. თემურ კოტავას დედამ, ეთერ აბაშიამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ბათუმის საპყრობილეში ყოფნისას მის შვილს აწამებდნენ და, საბოლოო ჯამში, იმის გამო მოკლეს, რომ მოძალადეების წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა:
„მოწმის სახით ჩამოიშორეს ჩემი შვილი... მოისყიდეს და შეუგზავნეს მკვლელი. სინამდივლეში თემურ კორტავას თავი არ ჩამოუხრჩვია. მინდა ეს იცოდეთ. ჩამოკიდეს“.
გარდაცვლილი მსჯავრდებულის ადვოკატი მიხეილ ნემსაძე კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბოლო დროს დეპრესიულ მდგომარეობაში იყო და დასავლეთ საქართველოში გადაყვანას ითხოვდა. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, რომ ოჯახის ვერსია უსაფუძვლო არ არის:
"თემურ კორტავას საქმეზე არის მთელი ისტორია. შარშან ზაფხულში მას ბათუმში ციხის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა სცემეს, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს. პატიმართან სანახავად რომ მივედი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ეტლით მომიყვანეს – მძიმე დაზიანებები ჰქონდა და სამედიცინო ნაწილში 4-5 თვე მკურნალობდა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო. ამის შემდეგაც მუდმივად მედიკოსების ყურადღების ქვეშ იყო. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად, რასაც ოჯახი ამბობს, სიმართლეს ჰგავს, თუმცა მე ამ ეტაპზე მტკიცებულება არ მაქვს".
ჩვენ ველოდებით როგორც სამინისტროს, ასევე ექსპერტიზის დასკვნებს და თუ ოჯახს ეჭვი ეპარება, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა, მაშინ შესაძლებელია გაკეთდეს ალტერნატიული ექსპერტიზა და ამ კუთხითაც შეგვიძლია ოჯახს დავეხმაროთ...ეკა ფოფხაძე