პატარა სოციალური კაფეს დიდი გეგმები

Your browser doesn’t support HTML5

სოციალური მეწარმეობა საქართველოში ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს - თანაც, ყოველგვარი შეღავათის გარეშე. როგორ მუშაობს სოციალური კაფე, თუ სოციალური საწარმოს თაობაზე კანონში არაფერი წერია და არც საგადასახადო შეღავათები არსებობს? ერთი წლის წინ „ახალი მზიურის“ პროექტის განსახორციელებლად კაფეს გახსნა დაიგეგმა. პროექტის მიზანი „მზიურის“ პარკის ფუნქციური დატვირთვა და ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცის შექმნა იყო. საინტერესოა, როგორ განხორციელდა მიზანი.