მშენებლობის ექსპერტების მტკიცებით, პარლამენტის შენობა ქუთაისში ჯანმრთელობისათვის საშიშ წყლებზეა აშენებული. მათივე თქმით, ნაგებობის მშენებლობის პროცესში გამოყენებული იყო ისეთი საშენი მასალა, რომელიც ეკოლოგიურად არ არის შემოწმებული. ამ დროისათვის ექსპერტიზას ნაგებობის მდგომარეობის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ატარებს, თუმცა ცნობილი არ არის, როდის იქნება საბოლოო დასკვნა. ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნებამდე პარლამენტის შენობას დეპუტატების მიერ მოწვეული მეცნიერები სწავლობენ. აპარატის თანამშრომლები კი უჟანგბადობას უჩივიან. პარალელურად, 28 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობა კვლავ საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზე დაბრუნდა.
”ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ არც გრუნტის წყლები შეუსწავლიათ და არც წინასწარი გეოლოგიური სამუშაოები ჩაუტარებიათ”, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე, დირექტორი ასოციაციისა ”მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე”, და ამბობს, რომ ნაგებობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ის წყალი, რომელზეც, მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობა დგას. როგორც ანზორ საკანდელიძე განმარტავს, წყალი, რომელიც რადონს, ანუ რადიოაქტიურ ქიმიურ ელემენტს, შეიცავს, ჯანმრთელობისათვის საშიშია და დროთა განმავლობაში ის ლეიკოზურ და სიმსივნურ დაავადებებს იწვევს:
”უზარმაზარი შენობა წამოჭიმეს პირდაპირ რადონის წყაროზე. ეს გაზი არის უფერო, უსუნო. როდესაც ბუნებრივი ვენტილაცია ხდება, ეს ელემენტი არც ისეთი საშიშია, მაგრამ როდესაც შენობას ფანჯარა არ აქვს და შენობა დახშულია, რა შეიძლება მოხდეს ასეთ დროს? ამოდის რადონი და შესაძლებელია კონცენტრაცია მივიდეს იმ დონემდე, რომ ის ჯანმრთელობისათვის საშიში გახდეს”, - ამბობს ანზორ საკანდელიძე.
გარდა ამისა, ანზორ საკანდელიძის მტკიცებით, საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესში გამოყენებული იყო საშენი მასალა, რომელიც არ არის ეკოლოგიურად შემოწმებული. მისივე თქმით, პარლამენტის ახალი შენობა, ისევე როგორც სხვა არაერთი ახალი ნაგებობა საქართველოში, არ შემოწმებულა სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პარლამენტის შენობის თაობაზე სათანადო დასკვნა ნაგებობის მდგომარეობის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჯერ არ აქვს გაკეთებული, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი დასკვნა იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხო ან, პირიქით, საფრთხის შემცველია პარლამენტი, რომლის მშენებლობაზეც დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტის შენობის მდგომარეობას მოწვეული ექსპერტები სწავლობენ:
”სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ უნდა დაადგინოს შენობის ვარგისიანობა, რათა ის გავიდეს ექსპლოატაციაში. მე ამ ბიუროს ექსპერტები აქ მოსული არ მინახავს და ისიც არ ვიცი, ამოწმებენ თუ არა რამეს. ჩვენ მოვიწვიეთ მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ ჰაერს, ვენტილაციას, კონდიცირებას, იმას, თუ რამდენად შეესაბამება პროექტი ეკოლოგიურ მდგომარეობას და რამდენად ჯანმრთელი და ჯანსაღი გარემოა პარლამენტის შენობაში”, - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.
როგორც რადიო თავისუფლებას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში განუცხადეს, პარლამენტის შენობის მდგომარეობას ეს უწყება ნამდვილად სწავლობს, თუმცა ამ ეტაპზე მათ არ იციან, თუ როდის გამოქვეყნდება საბოლოო დასკვნა.
პარლამენტის შენობაში ხშირად გვიწევს სასწრაფო დახმარების გამოძახება, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საორგანიზაციო დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მისი თქმით, განსაკუთრებულ პრობლემას ის ქმნის, რომ შუშის ნაგებობას ფანჯრები არ აქვს:
”ფანჯარა არ იღება. წნევა აწუხებს თანამშრომლებს, ჰაერის უკმარისობა, ალერგია... სიტუაცია რომ არაჯანსაღია, ცხადია”, - ამბობს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომელი.
ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს ავტორობით შექმნილი პარლამენტის ნაგებობის მშენებლობა ქუთაისში კომპანია ”მენო ინტერნეშენალმა” განახორციელა. სამწუხაროდ, რადიო თავისუფლებამ ვერაფრით მოახერხა კომპანიის ხელმძღვანელთან, გიორგი კურცხალიასთან დაკავშირება. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ის ადგილზე არ იმყოფება, მის ნაცვლად კი პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს სხვა ვერავინ გაგვცემს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელის განმსაზღვრელი მუხლის ამოღებაზე მუშაობს. ამის შესახებ გადაცემა "რეზიუმეში" დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განაცხადა.
”შევალთ ინიციატივით, კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნეს 48-ე მუხლი, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს. კონსტიტუციაში მითითებული აღარ იქნება, სად უნდა იყოს პარლამენტი”, - ამბობს კობა დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადასვლის შემდეგ თბილისში, რუსთაველის რვა ნომერში, ”მთავრობის სახელით” ცნობილი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და რომელშიც საქართველოს პარლამენტი 1997 წლიდან მუშაობდა, ეკონომიკის სამინისტროს აქტებით, საპარტნიორო ფონდს გადაეცა, თუმცა, როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ 28 ნოემბერს ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შენობა საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდა და ის უკვე პარლამენტის ბალანსზე ირიცხება.
”ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ არც გრუნტის წყლები შეუსწავლიათ და არც წინასწარი გეოლოგიური სამუშაოები ჩაუტარებიათ”, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე, დირექტორი ასოციაციისა ”მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე”, და ამბობს, რომ ნაგებობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ის წყალი, რომელზეც, მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ახალი შენობა დგას. როგორც ანზორ საკანდელიძე განმარტავს, წყალი, რომელიც რადონს, ანუ რადიოაქტიურ ქიმიურ ელემენტს, შეიცავს, ჯანმრთელობისათვის საშიშია და დროთა განმავლობაში ის ლეიკოზურ და სიმსივნურ დაავადებებს იწვევს:
”უზარმაზარი შენობა წამოჭიმეს პირდაპირ რადონის წყაროზე. ეს გაზი არის უფერო, უსუნო. როდესაც ბუნებრივი ვენტილაცია ხდება, ეს ელემენტი არც ისეთი საშიშია, მაგრამ როდესაც შენობას ფანჯარა არ აქვს და შენობა დახშულია, რა შეიძლება მოხდეს ასეთ დროს? ამოდის რადონი და შესაძლებელია კონცენტრაცია მივიდეს იმ დონემდე, რომ ის ჯანმრთელობისათვის საშიში გახდეს”, - ამბობს ანზორ საკანდელიძე.
სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ უნდა დაადგინოს შენობის ვარგისიანობა, რათა ის გავიდეს ექსპლოატაციაში. მე ამ ბიუროს ექსპერტები აქ მოსული არ მინახავს და ისიც არ ვიცი, ამოწმებენ თუ არა რამეს ...ზურაბ ტყემალაძე
გარდა ამისა, ანზორ საკანდელიძის მტკიცებით, საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესში გამოყენებული იყო საშენი მასალა, რომელიც არ არის ეკოლოგიურად შემოწმებული. მისივე თქმით, პარლამენტის ახალი შენობა, ისევე როგორც სხვა არაერთი ახალი ნაგებობა საქართველოში, არ შემოწმებულა სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პარლამენტის შენობის თაობაზე სათანადო დასკვნა ნაგებობის მდგომარეობის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჯერ არ აქვს გაკეთებული, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი დასკვნა იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხო ან, პირიქით, საფრთხის შემცველია პარლამენტი, რომლის მშენებლობაზეც დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტის შენობის მდგომარეობას მოწვეული ექსპერტები სწავლობენ:
”სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიურომ უნდა დაადგინოს შენობის ვარგისიანობა, რათა ის გავიდეს ექსპლოატაციაში. მე ამ ბიუროს ექსპერტები აქ მოსული არ მინახავს და ისიც არ ვიცი, ამოწმებენ თუ არა რამეს. ჩვენ მოვიწვიეთ მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ ჰაერს, ვენტილაციას, კონდიცირებას, იმას, თუ რამდენად შეესაბამება პროექტი ეკოლოგიურ მდგომარეობას და რამდენად ჯანმრთელი და ჯანსაღი გარემოა პარლამენტის შენობაში”, - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.
ფანჯარა არ იღება. წნევა აწუხებს თანამშრომლებს, ჰაერის უკმარისობა, ალერგია... სიტუაცია რომ არაჯანსაღია, ცხადია ...