პარკური - დაბრკოლების გადალახვის ხელოვნება

Your browser doesn’t support HTML5

80-იანი წლების ბოლოს საფრანგეთში აღმოცენებული ეს დისციპლინა თბილისში დაახლოებით 2006 წელს გამოჩნდა. პარკური - ეს არის ქალაქსა და სხვა სივრცეში დაბრკოლებების გადალახვის ხელოვნება. არ გჭირდება ზედმეტი ეკიპირება - მხოლოდ მაისური და სპორტული ფეხსაცმელია საკმარისი, რომ გახვიდე ქუჩაში და თავი გამოსცადო, ამბობენ გუნდ „დელტას“ ტრეისერები, რომლებიც პარკურის ილეთებს თბილისში დიდი დიღმის ტერიტორიაზე ამუშავებენ. პარკურით საქართველოში რამდენიმე გუნდია გატაცებული.