საქართველოში, პრინციპში, მრავლად მოიძებნება არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქე, მაგრამ ამ მხრივ მაინც სამად სამი კაცია გამორჩეული...
მართალია, თავს იწონებდა სამივე, ვინმე თუ აზროვნებს ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად, ისევ მეო, თუმცა საბოლოოდ ყველაზე არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე სწორედ ეს სამეული აღმოჩნდა...
ჩვენი ფატალური ტრიო...
ჩვენი ისტერიულ-ჯინიანი სამკაცა...
ჩვენი სამი უცნაური დესპოტი...
ჰო, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერც ერთმა ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ იაზროვნა სახელმწიფოებრივად!
ვერც ერთი ჩვენი პრეზიდენტი ვერ იქცა ნაციის ლიდერად... ბოლოს, ყველა თავ-თავისი მხარდამჭერ-შეთქმულის უფროსად ჩარჩა... ვერც ერთმა ვერ დაიჯერა, რომ რეალურად მთელი საქართველოს პრეზიდენტი იყო და არა მხოლოდ მისდამი ლოიალური საქართველოსი...
თუმცა რა შუაშია აქ ლოიალური ან არალოიალური საქართველო - ერთი ბარაბას გზით არ (თუ ვერ) წასული დილეტანტებისა და შოვინისტების პრეზიდენტი იყო, მეორე ყაჩაღოიდი ელიტებისა და უცებ დაძველებული ახალგაზრდა ნეო-კომკავშირლების, მესამე კი...
მესამე კი დღემდე ვერ გათავისუფლებულა თავისი ფსევდო-იდელისტური და ფსიქოპატურ-ერთხმოვანი პარტიის ბელადობის წყევლისგან...
ამ (მოქმედმა) მესამემ, წინა ორისა არ იყოს, ვერასდროს გაიცნობიერა ჭეშმარიტებათა შორის ყველაზე ბანალური ჭეშმარიტება - რომ ხალხმა თავის დროზე საკმაოდ მოუხეშავი და ეკლექტური, მაგრამ მაინც მთელი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.
და ამას ვერც ვერასდროს გაიცნობიერებს (ესენი ხომ ვერ იტანენ თავიანთ შეცდომებზე ფიქრს). ეს მესამე წლების გასვლის შემდეგაც ვერ მიხვდება, წესით ვისი და რისი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო და რა დაკარგა...
ისტორიის თვალთახედვით, სამივე კარგი მაგარი გველაძუაა (ამ სიტყვას შეურცხმყოფელ კონტექსტში არ ვხმარობ, გველის წელიწადი მოდის და ამიტომაც ვიყენებ); სანამ შეეძლოთ და როგორც შეეძლოთ, სამივემ კარგა ღონივრად აყანყალა ეს საცოდავი ქვეყანა...
ტიბერიუსის პაწია კლონია სამივე (და ახლა არ დამიწყოთ გმირები, წმინდანები, გადამრჩენლები და რეფორმატორები არიანო - საკმარისად ივირეშმაკა სამთავემ): "თუ მე არა, მაშინ ყველაფერი დაინგრეს..."
თან როგორი ჯიუტები არიან: აგდებ და მაინც ფანჯრებიდან, საკვამურებიდან, ჭუჭრუტანებიდან, სავენტილაციო და საკანალიზაციო მილებიდან, ნიჟარის ხვრელებიდან გიძვრებიან...
ჭინკებივით.
და დააკვირდით: მართლაც თმენით ნაზარდ ჭინკებს ემსგავსებიან მმართველობის ბოლოს.
თვალები უკვასკვასებთ: რა არიონ, როგორ არიონ, სად არიონ...
ამათ, როგორც წესი, არჩევნები არ ჰყოფნით. ძლიერი შელოცვებია საჭირო.