ცინციბაძე იქნებოდა ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი.
არავინ არ იცნობს, არავის არ გაუგია, მაგრამ უდავოდ საინტერესო კანდიდატურა ჩანს.
მომწონს მათუკაშვილიც (სახელი არ მახსოვს, უკაცრავად)! ბრწყინვალედ გაუძღვებოდა მინისტრთა კაბინეტს.
მაგრამ იდეალური მაინც ლომჯარიძეა... არსებული კონსტიტუციის პირობებში. დაბალანსებული, მტკიცე, სამართლიანი და, რაც მთავარია, სრულიად უცნობი... უფრო სწორად, უცნობიც არა, პრინციპში არარსებული (სავარაუდოდ, მოქმედ პრემიერ-მინისტრს სწორედ ასეთები მოსწონს: უცნობები, არარსებულები და უაღრესად საინტერესონი).
ამ მხრივ, ერთიმეორეზე უკეთესი კანდიდატურები გვყავს!
ხომასურიძე, მაგალითად. ამერიკაში ნასწავლი ყოფილა... ასე ამბობენ. დიდი პროფესიონალი...
ბზვანელი. ესეც კარგია. არც ესაა უინტერესო.
ლაბარტყავა. კიდევ უფრო საინტერესო! წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთში... თან ცოტას წაუკაგებეშნიკებს (ჩანს, ასეთები ახლა მოდაშია).
და მაცხოვნიშვილი? რატომ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი პროფესიონალი? მერე რა, რომ არავინ იცნობს? ეს ჩვენი მინუსი უფროა, ვიდრე მისი. ძალიან საინტერესო პიროვნებაა...
ჯაჯანიძე! ასევე საოცრად საინტერესო...
გვიმრაძე, ჩემო ბატონო...
მინდა, თავად პრემიერმა მიაქციოს ამ გვარებს ყურადღება. რამდენ უცნობ გვარსაც წამოსწევს, ორჯერ მეტი უნდა შევთავაზოთ ჩვენი მხრივ. არ უნდა ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში, თორემ ასე რაღაცნაირი “ცალკარა” გამოდის: პრემიერი უცნობ და საინტერესო კანდიდატურებს გვესვრის, ჩვენ კი არაფერს და არავის ვაგებებთ პასუხად. ეს კი საშინლად დამაბნეველია. ამიტომ ამოისვრის თუ არა პრემიერი ახალ და უცნობ გვარს (ვთქვათ: “მიროტაძე - ჩემს მერე!”), ჩვენც იქვე უნდა დავძახოთ კიდევ უფრო მოულოდნელი და კიდევ უფრო საინტერესო (“არა, თქვენ მერე პაპანასიუ...”).
ცოტა ჩვენც დავაბნიოთ, თორემ გაგვაგიჟებს ასე. გახსოვთ, რამდენს საუბრობდა ფსიქოლოგიაზე? თუ იქნებ სწორედ ესაა მისი რეალური მიზანი?!
საპრეზიდენტო კანდიდატურებთან, მადლობა ღმერთს, მარტივადაა საქმე. აქ უფრო ნათელია, ვინ ვინაა, ვის რა უნდა და ვის რა არ გამოუვა… ფავორიტები, მგონი, არავის გვყავს - ამ ხალხს ერთმანეთის ჯინაზე თუღა ავირჩევთ, პრინციპით: ოღონდ ეგ არა და თუნდაც ეს.
ყოველ შემთხვევაში, ზოგ-ზოგიერთი ორჯერ იყო პრეზიდენტი და შვიდასჯერ პარლამენტის თავმჯდომარე და მგონი კი უნდა ეყოს, არა? რა აკვიატებაა ეს - მუდმივად თანამდებობაზე ყოფნა!
ამიტომ ჩემი რჩევაა, ხმა მივცეთ ამათგან ყველაზე საინტერესოს… ასეთად კი დღეს მხოლოდ ცინციბაძე მეჩვენება.