ეს ცნობილია: ქართველი მაყურებელი - ჩვეულებისა თუ კულტურული ტრადიციის გამო - ყველაზე უვნებელ და ასოციალურ სპექტაკლებშიც კი პოლიტიკურ ქვეტექსტებს ეძებს. ეძებს და პოულობს კიდეც. შესაბამისად, რეჟისორებიც - განსაკუთრებით, დიდები - უკვე სპექტაკლსაც კი აღარ დგამენ, არამედ პირდაპირ სათქმელს. ანუ სცენაზე თამაშდება ქვეტექსტი და არა ტექსტი.
სწორედ ასეთი ქვეტექსტუალური "ოტელო" გამოუვიდა ცნობილ რეჟორს, დეპუტატსა და უნებლიე რევანშისტ გ. ქავთარაძეს, რომელიც მან თეატრალური საზოგადოების ლუნაჩარსკის სახელობის კოლონებიან დარბაზში წარმოადგინა.
მაყურებელმა შექსპირის პერსონაჟებში ხელადვე ამოიცნო ჩვენი დროების გმირები. სპექტაკლის ბოლოს კი სრულიად ნათელი გახდა გ. ქავთარაძის მთავარი კონცეფცია: დეზდემონა, პრინციპში, სამართლიანად დაახრჩო ქმარმა.
რატომ? იმიტომ რომ, მან წინდაუხედავად ისაუბრა საკუთარი მომავლის შესახებ შინამოსამსახურეებთან (ეს სცენა შექსპირს არ უწერია - თავად შეთხზა რეჟისორმა): მომავალი დედობა, ახალ სასახლეში გადასვლა, ურთიერთობის გაღრმავება ვენეციელ ნათესავ-გულშემატკივრებთან...
ასევე საინტერესო და გარკვეული თვალსაზრისით საბედისწერო აღმოჩნდა სცენა, სადაც დეზდემონას ყოველგვარი ავი ზრახვების გარეშე საყვედურობს იაგო: შენს შინამოსამსახურეებში კასიო-როდრიგოს აგენტურა ჭარბობსო (ეს ეპიზოდიც რეჟისორის ჩასმულია), ხოლო ოტელოს ფინალურმა მონოლოგმა სიმძაფრისა და აქტუალიტეტის კუთხით განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე:
დეზდემონა მკვდარია, იაგო უაღრესად დამწუხრებული (ამ ინტერპრეტაციაში იაგო მამხილებელი უფროა, ვინემ ინტრიგანი), ოტელო კი ცივად, უცრემლოდ და ხმადაბლა ამბობს გულისმომაკვდინებელ სიტყვებს:
"აი, რა გამოუვიდა დეზდემონას. არ უნდა ექნა ეს. შეცდომა დაუშვა, არ უნდა ელაპარაკა და... დაისაჯა ფაქტობრივად. ერთჯერ ვუთხარი, ორჯელ ვუთხარი, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი როგორც ჩანს..."
"იაგოში უაღრესად დახვეწილად იკვეთება დეპუტატ საგანელიძის სახე, - ამბობს თეატრმცოდნე ვასილ არველაძე, - მისი ამოცნობა ადვილია: ტაქტიანი მიმთითებლობით, ოტელოს ხასიათის ცოდნით, ოტელოსადმი ქედდრეკა-სიყვარულით (რომელიც ზოგიერთს, იგივე ემილიას, ანგარება-მლიქვნელობა ჰგონიან), დეზდემონი კი ასოციატიურად თავდაცვის სამინისტროსკენ გვტყორცნის... სიქველე, სილამაზე, სათნოება, სანდოვობა... მაგრამ, ვაგლახ, მიუღებელი ემანსიპაცია-ავტონომიურობის სურვილი და ბოლოს სამწუხარო ფატალიტეტიც. ხოლო ოტელოში ცხადლივ გაიბნა მთავრობის სათავმჯდომარეო ნიშან-თვისებები: პრინციპული ეჭვიანობა და პოტენციური კასიოს დანახვა მსოფლიოს შვიდივე მილიარდ მოქალაქეში... ნუ, იაგოს გარდა."
და ბოლოს. სპექტაკლით აღტაცებას გამოთქვამდა ოპერის განვითარების ფონდის ახალი წევრი და მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი, მოჭიდავე ლ. კურტანიძე:
"კარგი იყო, კი... ოღონდ დახრჩობა ქულას გაკლებს, უნდა ეჟეჟა ბოლოს... მაგრამ მერე ჩვენ ვიჭიდავეთ ფოიეში, მაყურებლებმა... კაპელდინერები ვცემეთ. ეგრეა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს..."