9 მაისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომელსაც კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისათვის მიღებული აქვს რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. 1979 წელს ოთარ მეღვინეთუხუცესს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. მსახიობი ასევე იყო არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. ოთარ მეღვინეთუხუცესი გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციითაც. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დიდ მსახიობს დიდუბის პანთეონში 12 მაისს დაკრძალავენ.
ოთარ მეღვინეთუხუცესმა პროფესიული მოღვაწეობის ექვსი ათეული წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კინოსა თუ თეატრში, თუმცა საერთო სახალხო სიყვარული და საერთაშორისო მასშტაბის აღიარება მსახიობს დათა თუთაშხიამ მოუტანა. შემთხვევით არ არის, რომ იმ თბილისელებმა, რომლებსაც რადიო თავისუფლება რუსთაველის გამზირზე გამოელაპარაკა, პირველ რიგში, მსახიობის ეს როლი გაიხსენეს.
ვახტანგი, 52 წლის: „რა თქმა უნდა, დათა თუთაშხია! მაგრამ მარტო დათა არ ჰქონდა მაგას. მახსოვს, ოიდიპოსის როლს თამაშობდა... ძალიან დაგვწყვიტა გული მისმა გარდაცვალებამ“.
თემური, 61 წლის: „ყველა როლი, რაც კი მას შეუსრულებია კინოსა თუ თეატრში, იყო ძვირფასი და საინტერესო. როგორც ადამიანი, ასევე იყო კარგი. ნამდვილი პატრიოტი!“
ვაჟა, 65 წლის: „ყველა როლი ერთმანეთზე უკეთესი აქვს, მაგრამ პირველი მისი კარგი როლი იყო „კეთილ ადამიანებში“. მართლაც, შთამბეჭდავი იყო. შემდეგ კიდევ უკეთესად და უკეთესად ითამაშა. დათა თუთაშხია იყო მისი არაჩვეულებრივი როლი“.
რეჟისორ ქეთი დოლიძის აზრით, მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც კი მსახიობს კინოსა და თეატრში გაუკეთებია. ქეთი დოლიძის თქმით, ოთარ მეღვინეთუხუცესმა თითქმის სრულად გამოიყენა ის უდიდესი ნიჭი, რითაც განგებამ დააჯილდოვა.
„იყო ბოლო ტრაგიკოსი ქართული თეატრის და კინოს ეპოქისა. არ მგონია, რომ უახლოეს 20 წელიწადში ასეთი დიდი მსახიობი დაიბადოს ქართულ სინამდვილეში. არც ის არის შემთხვევითი, რომ ის ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვალა, როცა აღსავლის კარი ღიაა! ის პირდაპირ წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო, თავის მეგობრებთან, თავის დიდ კორიფეებთან, რომლებსაც ის აღმერთებდა“, უთხრა ქეთი დოლიძემ რადიო თავისუფლებას.
ალბათ, შემთხვევით არ არის, რომ მსახიობის ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის არიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ამბობს, რომ მისი თაობისათვის ოთარ მეღვინეთუხუცესი მისაბაძი მაგალითი იყო:
„მან იმდენი რამ დაგვიტოვა, რომ დიდი ხანი გვეყოფა იმისათვის, რომ ბევრი ვისწავლოთ კიდევ. ბატონ ოთარს ძირითადად ისეთი როლები აქვს ნათამაშები, რომლებიც ძალიან ღრმა და დამაფიქრებელია თითოეული ჩვენგანისათვის“.
თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ ელიოზის ეპიზოდური როლის ბრწყინვალე შესრულებით ოთარ მეღვინეთუხუცესმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფილმის წარმატებაში. ფილმმა არაერთი ჯილდო მიიღო საფრანგეთში, ირანსა და იტალიაში, თუმცა, როგორც პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ამბობს, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მსახიობობის გარდა, ასევე გამორჩეული ნიჭის მქონე მეგობარი, მოქალაქე და ადამიანი იყო.
„ყველა გენიალური პიროვნება ასეთია - თავის სიდიადეს რომ არ აღიარებს! ვინმეზე აუგს ვერ წარმოათქმევინებდი და თუ ვინმეს სიკეთე ჰქონდა გაკეთებული, აიტაცებდა და სულ იმ კაცზე ლაპარაკობდა. ნათქვამია, კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქსო. ოთარ მეღვინეთუხუცესი მთელ ქვეყანას დააკლდა“, უთხრა ჯანსუღ ჩარკვიანმა რადიო თავისუფლებას.
დანაკლისის შესაბამისი იქნება პატივი, რომელსაც საზოგადოება დიდ მსახიობს გარდაცვალების შემდეგ მიაგებს. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას თქმით, ოთარ მეღვინეთუხუცესს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ:
„ოჯახთან შეთანხმებით გადაწყდა, დაკრძალვა გაიმართოს კვირას, 12 მაისს. 10 და 11 მაისს პანაშვიდები გაიმართება განსვენებულის ბინაზე, მარჯანიშვილის მოედანზე. 11 მაისს, საღამოს, გადავასვენებთ მარჯანიშვილის თეატრში. 12 მაისს ქართულ საზოგადოებას ექნება საშუალება დიდ მსახიობს გამოემშვიდობოს თეატრის სცენაზე და კვირასვე 3 საათზე მოხდება გამოსვენება და დაიკრძალება დიდუბის პანთეონში“.