9 ივლისს, მონაკოში მიმდინარე 21-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა პოლონელი დეპუტატის, მიხალ შჩერბას მიერ ინიცირებული საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ბოლო წლების განმავლობაში ეს არის ეუთოს მიერ დამტკიცებული პირველი საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია, რომელშიც ტერმინი ”ოკუპაციაა” ნახსენები.
რუსეთის დელეგაცია ერთადერთი იყო, ვინც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში 7 ივლისს გამართულ დებატებზე მხარი არ დაუჭირა პოლონელი დეპუტატის, მიხალ შჩერბას მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით - ”სიტუაცია საქართველოში”. ამ რეზოლუციაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მოხსენიებულია როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. თუმცა სწორედ ამ ფორმულირებით დაამტკიცა უკვე 9 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ ასამბლეა ”დაჟინებით მოუწოდებს“ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და პარლამენტს და ასევე საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დე ფაქტო ხელისუფლებებს, რომ ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას ნება დართონ თავისუფლად შევიდნენ ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.” საქართველოს დელეგაციის წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დებატების რამდენიმე საინტერესო ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:
”საკმაო გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების კრიტიკა, რატომღაც რეზოლუციის საწინააღმდეგოდ ეს ფოკუსი აირჩიეს, რამაც არც ერთი ქვეყნის დელეგაციაზე არ მოახდინა შთაბეჭდილება. პირიქით, ერთიმეორის მიყოლებით გამოდიოდნენ ამ დელეგაციების წარმომადგენლები საქართველოს მხარდასაჭერად. ჩეხეთის წარმომადგენელმა, მაგალითად, თქვა, რომ, როგორც იქნა, ეუთოს ფორმატშიც ყველაფერს ეწოდა თავისი სახელი”...
კანდელაკი შენიშნავს, რომ განხილვამდე იყო მცდელობა რეზოლუციიდან ტერმინ ”ოკუპაციის” ამოღებისა, თუმცა ამ ცვლილების დარეგისტრირებას მხარი არავინ დაუჭირა და, შესაბამისად, ის არც განხილულა.
რაც შეეხება რეზოლუციის სხვა მნიშვნელოვან პუნქტებს, მასში
ასევე წერია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ”მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს ეუთოს სტანდარტების შესაბამისად”.
გიორგი კანდელაკის თქმით, რეზოლუციას ასევე დაემატა კიდევ ერთი პუნქტი, რომელშიც ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების პერიოდში მედიის თავისუფლად ფუნქციონირებისაკენ მოუწოდებს. კანდელაკი ამ რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზს უსვამს იმას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო სამართლის არაერთ დოკუმენტში აისახა რეალური ვითარება და რუსეთის მიმართ კონკრეტული მოთხოვნებიც დაფიქსირდა, თუმცა ეუთოს ტრიბუნას განსაკუთრებული მნიშვნელობა შემდეგი მიზეზით აქვს:
”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება განსაკუთრებულია იმით და წინგადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ, ყველა სხვა ასამბლეასთან შედარებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიჩნეოდა, რომ რუსეთის დელეგაციას ჰქონდა ყველაზე ძლიერი პოზიციები. სწორედ ამიტომ უკვე რამდენი წელია - 2007 წლიდან - ცალკე დოკუმენტი საქართველოსთან დაკავშირებით არ მიუღიათ.”
გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის დამტკიცების მნიშვნელობაზე საუბრისას ორ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეუთო აფიქსირებს ამ პოზიციას და სწორედ ეუთოს ფორმატში ხდება საქართველოს მხარდაჭერა. მით უმეტეს, რომ ასეთი დონის რეზოლუციაში პირველად ფიქსირდება ტერმინი „ოკუპაცია“ და „ოკუპირებული“, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ეუთოს წევრი სახელმწიფოები არა მხოლოდ აფიქსირებენ თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას, არამედ აფიქსირებენ მკვეთრ პოზიციას, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და რადგან ეს ასეა, ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს დეოკუპაციის საკითხის განხილვა.”
მეორე ყურადსაღები ფაქტორი ეუთოს მიერ პრევენციის მექანიზმის ჩართვას გულისხმობს:
”ძალიან მალე რუსეთი ჩაატარებს სამხედრო წვრთნების ფინალურ ეტაპს, რომელსაც ჰქვია „კავკასია 2012“. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კი დაახლოებით ერთი თვის წინ აღნიშნა, რომ ეუთო ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება მომავალ წვრთნებს. ანუ ეს მეორე მხარე არის პრევენციის მექანიზმის ჩართვა, რაც არ მოხდა 2008 წელს. დღეისათვის ის საფრთხე, რაც შესაძლოა მსგავსი მოქმედებებიდან მომდინარეობდეს, მსგავსი წვრთნებიდან თუ, ზოგადად, რუსეთის ფედერაციიდან, უფრო კარგად არის აღქმული და გათავისებული და ამ პოლიტიკურ ვითარებაში მსგავსი პოზიციების დაფიქსირებას ერთგვარი პრევენციის, შემაკავებლის ფუნქციაც აქვს.”
რეზოლუციაში ასევე წერია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს აღადგინონ საქართველოში ეუთოს მისია, როგორც ნდობის გამაძლიერებელი მექანიზმი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება განსაკუთრებულია იმით და წინგადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ, ყველა სხვა ასამბლეასთან შედარებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიჩნეოდა, რომ რუსეთის დელეგაციას ჰქონდა ყველაზე ძლიერი პოზიციები ...გიორგი კანდელაკი
რაც შეეხება რეზოლუციის სხვა მნიშვნელოვან პუნქტებს, მასში
ასევე წერია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ”მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს ეუთოს სტანდარტების შესაბამისად”.
გიორგი კანდელაკის თქმით, რეზოლუციას ასევე დაემატა კიდევ ერთი პუნქტი, რომელშიც ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების პერიოდში მედიის თავისუფლად ფუნქციონირებისაკენ მოუწოდებს. კანდელაკი ამ რეზოლუციის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზს უსვამს იმას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო სამართლის არაერთ დოკუმენტში აისახა რეალური ვითარება და რუსეთის მიმართ კონკრეტული მოთხოვნებიც დაფიქსირდა, თუმცა ეუთოს ტრიბუნას განსაკუთრებული მნიშვნელობა შემდეგი მიზეზით აქვს:
”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება განსაკუთრებულია იმით და წინგადადგმული ნაბიჯია იმიტომ, რომ, ყველა სხვა ასამბლეასთან შედარებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიჩნეოდა, რომ რუსეთის დელეგაციას ჰქონდა ყველაზე ძლიერი პოზიციები. სწორედ ამიტომ უკვე რამდენი წელია - 2007 წლიდან - ცალკე დოკუმენტი საქართველოსთან დაკავშირებით არ მიუღიათ.”
გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის დამტკიცების მნიშვნელობაზე საუბრისას ორ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კი დაახლოებით ერთი თვის წინ აღნიშნა, რომ ეუთო ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება მომავალ წვრთნებს ...თენგიზ ფხალაძე