ოლიმპიელების დაბრუნება
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის აეროპორტში ქართველ ოლიმპიელებს გულშემატკივრები ოვაციებით და ხმაურით დახვდნენ. მაისურების მიხედვით ადვილად გაარჩევდით, ვინ საიდან და ვის დასახვედრად იყო ჩასული. საჩხერელებს ლაშა ტალახაძის პორტრეტიანი მაისურები ეცვათ. მათ აეროპორტის გამოსასვლელში ყველაზე წინ დაიკავეს ადგილები და ბანერები გაშალეს. გორელებს ლადო ხინჩეგაშვილის და გენო პეტრიაშვილის გამოსახულებიანი მაისურები ეცვათ, აჭარიდან ჩამოსულებს კი შმაგი ბოლქვაძისა და ირაკლი თურმანიძის პორტრეტები ეკავათ. ზეიმი დილამდე გაგრძელდა.