ხელისუფლება ამკაცრებს ოჯახში ძალადობის შესახებ სანქციებს

ოჯახში ძალადობის გამო საქართველოს ხელისუფლება სისხლის სამართლებრივ სანქციებს ამკაცრებს. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს 27 ოქტომბერს წარუდგინა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 40-დან 150 საათამდე ვადით, საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემდეგ კი ამ სანქციას ერთ წლამდე პატიმრობა დაემატება. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძალადობას, პატიმრობის ვადა ერთიდან სამ წლამდე გაიზრდება. როგორ აფასებენ უფლებადამცველები კანონის გამკაცრების გადაწყვეტილებას?

Your browser doesn’t support HTML5

ხელისუფლება ამკაცრებს ოჯახში ძალადობის შესახებ სანქციებს