მინისტრმა და მანდატურებმა შეთანხმებას მიაღწიეს

Your browser doesn’t support HTML5

განათლების სამინისტროს წინა ასამდე მანდატურმა გამართა აქცია. ისინი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ითხოვდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისკენ, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, მანდატურები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას, მათი ხელფასები კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.