ნუ მცემ, ნუ მომკლავ

Your browser doesn’t support HTML5

მიუხედავად იმისა, რომ ფული თითქმის არა აქვს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თავშესაფარში (ტრავმირებულ ცხოველთა თავშესაფარში), თემურ წიქორიძე, ერთ ვეტერინარსა და თითებზე ჩამოსათვლელ მოხალისეებთან ერთად, 50-ზე მეტ მიუსაფარ ძაღლს უვლის. „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თავმჯდომარე წუხს, რომ საქართველოში ცხოველების მიმართ სისასტიკე საკმაოდ ძლიერად არის ფეხმოკიდებული და საზოგადოების დიდი ნაწილი გულგრილია ამ პრობლემის მიმართ. ცუდი მდგომარეობაა დედაქალაქში და კიდევ უფრო უარესია ამ მხრივ მდგომარეობა რეგიონებში. 4 ოქტომბერს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თემურ წიქორიძემ და მისმა თანამოაზრეებმა მოძალადეების წინააღმდეგ კანონის გამკაცრება მოითხოვეს. რა განაპირობებს ცხოველთა მიმართ ადამიანის სისასტიკეს და ვინ იქცევა მოძალადედ?