რუსეთის გავლით ევროპაში შეღწევის მსურველი ახლო აღმოსავლელი მიგრანტების ტალღა საგრძნობლად შემცირდა ნაწილობრივ იმის გამო, რომ ველოსიპედების ნაკლებობაა რუსეთში, მიმდებარე რეგიონში. რუსეთის და ნორვეგიის შემაკავშირებელი საზღვრის გადაკვეთა აკრძალულია ფეხით, ველოსიპედების გარეშე, და ავტომძღოლებს აჯარიმებენ საბუთების გარეშე მგზავრების გადაყვანის შემთხვევაში. ამ სასაზღვრო პუნქტს დიდი რაოდენობის სირიელი მიგრანტი მიაწყდა ბალკანეთში მათთვის შექმნილი პრობლემის გამო. რუსეთის წარმომადგენლის თქმით, რეგიონის მაღაზიებში თითქმის გაუთავდათ ველოსიპედები, თუმცა, სასაზღვრო პუნქტ ნიკელში ჯერ კიდევ იმყოფება 500-მდე მიგრანტი. ზოგიერთი მათგანი შეეცადა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, მაგრამ ისინი დაიჭირეს და დააჯარიმეს. ნორვეგიულ მხარეს დაგროვდა მიგრანტების მიერ მოხმარებული დიდი რაოდენობის ველოსიპედები, რომლებსაც დაპრესვის შემდეგ გადაამუშავებენ, რადგან ნორვეგია მათ არ მიიჩნევს საკმარისად უსაფრთხოდ. არქტიკის გავლით მარშრუტი უფრო შორია, მაგრამმიგრანტებისთვის უფრო უსაფრთხო, ვიდრე ხმელთაშუა ზღვა. წელს ამ გზით ევროპაში ჩააღწია 1200-მა ლტოლვილმა.