რა ბედი ელის ხანძრის შედეგად დაზიანებულ ვარძიის კედლის მხატვრობას
Your browser doesn’t support HTML5
3 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე. 1 ნოემბერს, ღამით ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა XII საუკუნის კედლის მხატვრობა და, მათ შორის, თამარ მეფის ფრესკაც. თამარის ფრესკა სულ ოთხ ძეგლზეა შემორჩენილი და მათგან სამია საქართველოში.