ლონდონში მცხოვრები ნიკა ჯაფარიძე ერთ-ერთი ხელმძღვანელია არქიტექტორთა ბიუროსი "არქიტექტორი გამომგონებლები“ (Architects of Invention).
Your browser doesn’t support HTML5
„უხილავი ფარდის“ ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, ეუბნება, ქართველი არქიტექტორი ვარ, განათლება მოსკოვში მივიღე და ლონდონში ვცხოვრობ, მივეკუთვნები "სივრცეს თვითმფრინავში ამ ქალაქებს შორისო". ნიკა ჯაფარიძის პროფესიის ადამიანთა მრავალმხრივობა იყო უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ხუროთმოძღვართან საუბრის პირველი თემა.