პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორს შეხვდა

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო თვითმმართველობის კანონზე, სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვის გადავადებასა და სხვა საკითხებზე. ამასთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი უფრო კატეგორიეული უნდა იყოს უკრაინის მოვლენების შეფასებაშიც. შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.