ახალ პარლამენტში, წინასწარი მონაცემებით, კოალიცია ”ქართული ოცნება” ოთხი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. ფრაქციების შექმნას გეგმავს ”ნაციონალური მოძრაობაც”, თუმცა, როგორც პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, პარტიაში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ფრაქციათა რაოდენობის შესახებ მალე გახდება ცნობილი. ახალი პარლამენტის პირველი სხდომა კი, სავარაუდოდ, 21 ოქტომბერს, 13.00-ზე, გაიმართება - ეს განცხადება კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს, მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას, გააკეთა. კანონით, პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი პრეზიდენტის აქტით უნდა დაინიშნოს.
”რაც წინასწარ ვიცი, კვირას, პირველ სააათზე, უნდა დაინიშნოს პარლამენტის სხდომა. პრეზიდენტმა ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, კანდიდატურა დღეს ან ხვალ უნდა წარადგინოს, დანარჩენი პროცედურები უკვე პარლამენტში უნდა გავიაროთ და შემდეგ მთავრობასაც დავამტკიცებთ”, -
განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს.
რაც ახალი პარლამენტის პირველ სხდომამდეა ცნობილი, ისაა, რომ კოალიცია ”ქართული ოცნება” საკანონმდებლო ორგანოში, წინასწარი ინფორმაციით, ოთხი ფრაქციით შევა. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, ახალი პარლამენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემსგავსოს წინას, სადაც არსებითად მსჯელობა არ იმართებოდა:
”ქართული ოცნება”, ”რესპუბლიკელები”, ”თავისუფალი დემოკრატები”, მეოთხე ფრაქცია იქნება ”კონსერვატორების”, როგორც ზვიად ძიძიგურმა უკვე განაცხადა. როცა პარტიული ფრაქციები იქმნება, ეს არის იმ ადამიანთა იდეოლოგიაზე დაფუძნებული ერთობა, რომლებიც ცდილობენ ის საკითხები გაიტანონ, რაც მათი იდეოლოგიის ფარგლებში ჯდება.”
ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, თუ რა ბერკეტები აქვთ ფრაქციებს პარლამენტში - მაგალითად, ფრაქციის სახელით შესაძლებელია საკანონმდებლო ინიციატივით გამოსვლა, საპარლამენტო გამოსვლების დროს ფრაქციას ცალკე დრო გამოეყოფა, საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავთ კომიტეტებში.
ფრაქციები, როგორც ბერკეტი ოპოზიციისათვის, სჭირდება ”ნაციონალურ ”მოძრაობასაც”, აცხადებს მისი ერთ-ერთი წევრი, დავით დარჩიაშვილი:
”ექვს კაცს შეუძლია ფრაქციის ჩამოყალიბება და მას აქვს ადგილი ბიუროში, მას აქვს დამატებითი დრო ტრიბუნასთან პლენარულ სხდომაზე და, ცხადია, ეს ჩვენთვის, ახლა უკვე როგორც უმცირესობისთვის, მნიშვნელოვანია. რაც შეგვეხება ”ნაციონალურ მოძრაობას”, არ გამოვრიცხავ, რომ მაჟორიტარებს თავიანთ შეხედულებებში გარკვეული სპეციფიკა ჰქონდეთ და მათაც შექმნან საკუთარი ფრაქცია. ვინც პარტიული სიით არის გასული, ის ერთ ფრაქციაში იქნება. სხვაგვარად შეუძლებელია. მაშინ გამოვა, რომ პარტიას ტოვებს ადამიანი.”
დავით დარჩიაშვილი შენიშნავს, რომ უფლებამოსილებების დამტკიცება და მთავრობის ფორმირება უმცირესობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ფონზე მოხდება. ახალმა უმრავლესობამ ჯერ უნდა თავისთვის მოსაწონი მთავრობა შექმნას, რომლის მუშაობასაც ოპოზიციაში გადასული ”ნაციონალური მოძრაობა” დააკვირდება.
პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე ჯერ ცნობენ პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას, ირჩევენ პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, იქმნება ფრაქციები, კომიტეტები და ა.შ. მიმდინარეობს პარლამენტის დაკომპლექტების ყველა საჭირო პროცედურა, რაც შესაძლოა ერთ დღეში ვერც დასრულდეს, განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
16 სექტემბერს პარლამენტის ახალი შენობა ”ქართული ოცნების” ლიდერებმაც დაათვალიერეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, სხდომათა დარბაზი უკვე დასრულებულია და იქ სხდომების ჩატარება შესაძლებელი იქნება.

ეს არის იმ ადამიანთა იდეოლოგიაზე დაფუძნებული ერთობა, რომლებიც ცდილობენ ის საკითხები გაიტანონ, რაც მათი იდეოლოგიის ფარგლებში ჯდება ...ვახტანგ ხმალაძე

პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე ჯერ ცნობენ პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას, ირჩევენ პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, იქმნება ფრაქციები, კომიტეტები ...