ჟოზეფინას ჩემოდნის ახალი მოგზაურობა
Your browser doesn’t support HTML5
ძველი ჩემოდნების განახლება დეკუპაჟის ტექნიკით პოეტისა და საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის ახალი ჰობია. მის ხელში მივიწყებული და, ვინ იცის, როგორი თავგადასავლის მქონე ჩემოდნები ახალ სიცოცხლეს იწყებენ. ამჯერად ლელას ხელში ჟოზეფინას ძველისძველი ჩემოდანი მოხვდა − რაჭის ერთი ძველი სახლის კარადაში წლობით ჩაკეტილი და ძველმანების ყუთად ქცეული.