საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტის ურთიერთობის საკითხზე პრეზიდენტსა და მოქმედ მთავრობასთან კონსულტაციების მიზნით, კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი, ”თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ღარიბაშვილი. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მისი ბლოკის პოლიტიკური ულტიმატუმი არ არის და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზადაა სახელმწიფოებრივ საკითხებზე მასთან დიალოგი აწარმოოს.
კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მზაობა სპეციალური განცხადებით გამოხატა. ამ განცხადებაშივე განმარტა, რომ 2 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მას პოლიტიკური მოთხოვნა არ დაუყენებია:
”მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი”, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა გამოსავლად არ მიაჩნია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულ ”ნაციონალურ მოძრაობას.” საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შემდეგ, 3 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ, საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელიც, გუნდის სახელით, ოპოზიციაში გადასვლისა და პარლამენტს შიგნით აქტიური მუშაობის გაგრძელების მზადყოფნის გაცხადების მიზნით მოიწვია, თქვა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზენაესია. მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, ყოფილ მმართველ პარტიას პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ ამას არ გააკეთებს და იმასვე ელის ოპონენტებისაგან:
”ჩვენ არ ვიყენებთ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ მექანიზმებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი, დავითხოვოთ ეს პარლამენტი და ვეცადოთ მთავრობაში დარჩენას. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს, ხაზს ვუსვამ, ვერ ვიყენებთ კი არა, არ ვიყენებთ. ჩვენ გვაქვს ამის სრული კონსტიტუციური შესაძლებლობა. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს ერთადერთი მიზეზის გამო: ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ხალხის არჩევანს, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ ვაძლევთ მაგალითს ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამ მაგალითს „ქართული ოცნებაც“ აიღებს.“
დავით ბაქრაძე გულისხმობს მოქმედი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტისათვის მთავრობისა და პარლამენტის მიმართ მინიჭებულ ფართო უფლებამოსილებებს - მათ შორის, იმას, რომ პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და მინისტრების დანიშვნაზე თანხმობასაც იგი აძლევს მას. პრეზიდენტმა ეს უფლება, 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნა და გამარჯვებულ პარტიას მინისტრთა კაბინეტის - მათ შორის, ძალოვანი მინისტრების ნაწილის - საკუთარი შეხედულებისამებრ დაკომპლექტების საშუალება მისცა. საკმარისია თუ არა პრეზიდენტის კეთილი ნება და ხომ არ მოითხოვს იგი რაიმე აქტით გამყარების აუცილებლობას? ამ შეკითხვით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრს ვახუშტი მენაბდეს მივმართეთ.
”რაც არ უნდა გააფორმონ, ეს მაინც არაფორმალური იქნება. ერთადერთი გაფორმება არის ის, როგორ მთავრობას უყრის კენჭს პარლამენტი. თუ პრეზიდენტმა წარადგინა ის მთავრობა, რომელსაც ეტყვის უმრავლესობა, მაშინ ეს იქნება შეთანხმების მიხედვით მოქმედება. თუ, ვთქვათ, პრეზიდენტმა არ წარადგინა ეს მთავრობა და სხვა წარადგინა, მაშინ სხვანაირად განვითარდება მოვლენები. და მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2013 წლამდე, საერთოდ პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა გვყავდეს და არა პარლამენტის მიერ არჩეული. ასეც შეიძლება განვითარდეს მოვლენები, კონსტიტუციის მიხედვით.”
ვახუშტი მენაბდისთვის ძნელია იმის განსაზღვრა, არის თუ არა რომელიმე მხარე ან კონკრეტულად რომელი შეიძლება იყოს დაინტერესებული პოლიტიკური კრიზისის შექმნით. პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი კრიზისის საფრთხეს არ გამორიცხავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ იგი რეალურად არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის:
”ამ შემთხვევაში თანამშრომლობა უფრო მომგებიანი იქნება თითოეული მათგანისათვის. და მე პირადად მაგის იმედი მაქვს. უამრავ ქვეყანაში ვიცით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი იყოს ერთი პარტიიდან და საკანონმდებლო ხელისუფლება სხვა პარტიიდან. მაგრამ ისინი თანამშრომლობენ, იმიტომ რომ პოლიტიკურ კულტურაზეა ეს დამოკიდებული, თორემ კრიზისი ყოველთვის შეიძლება დადგეს.”
3 ოქტომბერს კი მასმედიის საშუალებები აქტიურად ცდილობდნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასაკომპლექტებელი მინისტრთა კაბინეტის პოტენციური წევრების ამოცნობას.
”არავითარი ვერსია არავის არ აქვს, მხოლოდ მე მაქვს თავში. არც ერთი კაცისთვის არაფერი არ მითქვამს. არც ერთ კანდიდატურას დღეს არ გეტყვით, სანამ ჯგუფში არ განვიხილავთ. არც ერთმა ჩემი ჯგუფის წევრმა არ იცის არც ერთი კანდიდატის შესახებ, გარდა ჩემი კანდიდატისა”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება მთავრობის დაკომპლექტებამდე საჭირო პროცედურებს და ზოგადად თანამშრომლობას პრეზიდენტთან, მან თავის ბიზნესცენტრში კოალიციის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თავადაც შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა სპეციალურ საკონსულტაციო ჯგუფში ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მზაობა სპეციალური განცხადებით გამოხატა. ამ განცხადებაშივე განმარტა, რომ 2 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მას პოლიტიკური მოთხოვნა არ დაუყენებია:
”მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი”, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ჩვენ არ ვიყენებთ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ მექანიზმებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი, დავითხოვოთ ეს პარლამენტი და ვეცადოთ მთავრობაში დარჩენას. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს, ხაზს ვუსვამ, ვერ ვიყენებთ კი არა, არ ვიყენებთ...
დავით ბაქრაძე
შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა გამოსავლად არ მიაჩნია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულ ”ნაციონალურ მოძრაობას.” საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შემდეგ, 3 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ, საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელიც, გუნდის სახელით, ოპოზიციაში გადასვლისა და პარლამენტს შიგნით აქტიური მუშაობის გაგრძელების მზადყოფნის გაცხადების მიზნით მოიწვია, თქვა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზენაესია. მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, ყოფილ მმართველ პარტიას პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ ამას არ გააკეთებს და იმასვე ელის ოპონენტებისაგან:
”ჩვენ არ ვიყენებთ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ მექანიზმებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი, დავითხოვოთ ეს პარლამენტი და ვეცადოთ მთავრობაში დარჩენას. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს, ხაზს ვუსვამ, ვერ ვიყენებთ კი არა, არ ვიყენებთ. ჩვენ გვაქვს ამის სრული კონსტიტუციური შესაძლებლობა. ჩვენ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს ერთადერთი მიზეზის გამო: ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ხალხის არჩევანს, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენ ვაძლევთ მაგალითს ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამ მაგალითს „ქართული ოცნებაც“ აიღებს.“
დავით ბაქრაძე გულისხმობს მოქმედი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტისათვის მთავრობისა და პარლამენტის მიმართ მინიჭებულ ფართო უფლებამოსილებებს - მათ შორის, იმას, რომ პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და მინისტრების დანიშვნაზე თანხმობასაც იგი აძლევს მას. პრეზიდენტმა ეს უფლება, 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნა და გამარჯვებულ პარტიას მინისტრთა კაბინეტის - მათ შორის, ძალოვანი მინისტრების ნაწილის - საკუთარი შეხედულებისამებრ დაკომპლექტების საშუალება მისცა. საკმარისია თუ არა პრეზიდენტის კეთილი ნება და ხომ არ მოითხოვს იგი რაიმე აქტით გამყარების აუცილებლობას? ამ შეკითხვით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრს ვახუშტი მენაბდეს მივმართეთ.
ვახუშტი მენაბდისთვის ძნელია იმის განსაზღვრა, არის თუ არა რომელიმე მხარე ან კონკრეტულად რომელი შეიძლება იყოს დაინტერესებული პოლიტიკური კრიზისის შექმნით. პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი კრიზისის საფრთხეს არ გამორიცხავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ იგი რეალურად არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის:
”ამ შემთხვევაში თანამშრომლობა უფრო მომგებიანი იქნება თითოეული მათგანისათვის. და მე პირადად მაგის იმედი მაქვს. უამრავ ქვეყანაში ვიცით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი იყოს ერთი პარტიიდან და საკანონმდებლო ხელისუფლება სხვა პარტიიდან. მაგრამ ისინი თანამშრომლობენ, იმიტომ რომ პოლიტიკურ კულტურაზეა ეს დამოკიდებული, თორემ კრიზისი ყოველთვის შეიძლება დადგეს.”
არავითარი ვერსია არავის არ აქვს, მხოლოდ მე მაქვს თავში. არც ერთი კაცისთვის არაფერი არ მითქვამს. არც ერთ კანდიდატურას დღეს არ გეტყვით, სანამ ჯგუფში არ განვიხილავთ. არც ერთმა ჩემი ჯგუფის წევრმა არ იცის არც ერთი კანდიდატის შესახებ, გარდა ჩემი კანდიდატისა...ბიძინა ივანიშვილი