უკრაინელ სამართალდამცველებს რთული ამოცანები ეკისრებათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საპროტესტო აქციების ფონზე. ამ ამოცანებს შორის არის დემონსტრანტებთან დაპირისპირებაც. რამდენად შეუძლია უკრაინის პრეზიდენტს იქონიოს იმედი, რომ პოლიცია და უშიშროების ძალები ერთგულად შეასრულებენ ბრძანებებს?
რამდენიმე დღის წინ იტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩაწერილია ნიღბიანი მამაკაცის მიმართვა. ის თავს მოიხსენიებს უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცრად დასავლეთ უკრაინაში მდებარე ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში და აცხადებს, რომ სხვა ოფიცრებთან ერთად გადაწყვიტა გადადგეს: „რადგან უკრაინელი ხალხის წინაშე დავიფიცეთ, გადავწყვიტეთ - მთელმა ქვედანაყოფმა - გადავდგეთ. ჩვენ არ ვაპირებთ დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას“.
30 იანვარს გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო - ამჯერად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური, გასამხედროებული ძალების ყოფილი წევრი საუბრობს ყოფილ თანამებრძოლებში გავრცელებულ უკმაყოფილებაზე, რომელიც უკავშირდება კიევის საპროტესტო აქციებს.
უკრაინაში უკვე რამდენიმეკვირიანი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე, ასეთმა ვიდეოჩანაწერებმა წამოჭრა შეკითხვა: ხომ არ არის მოსალოდნელი განხეთქილება უკრაინის მილიციასა და უშიშროების ძალებში?
თუ მილიციელები უარს იტყვიან მთავრობის ბრძანებების შესრულებაზე ან თუ სამართალდამცველების ნაწილი დემონსტრანტების მხარეს გადავა, ეს, შესაძლოა, გადამწყვეტი მოვლენა აღმოჩნდეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ბედის გადასაწყვეტად.
ექსპერტები როგორც აღნიშნავენ, უკრაინაში საქმე ჯერ აქამდე არ მისულა. მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის, დემონსტრაციების გაკონტროლებაზე სპეციალიზებული „ბერკუტის“ ათასობით წევრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები ბრძანებებს ასრულებენ - უკან ახევინებენ აქციების მონაწილეებს, იღებენ ბარიკადებს და იყენებენ ძალას, დავალების მიხედვით.
პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში უშიშროების სამსახურების ცნობილი ექსპერტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ გალეოტი „ბერკუტის“ შესახებ ამბობს, რომ მისი წევრები ლამის ცალკე კასტას ქმნიან: საგანგებოდ არიან შერჩეულები და გაწვრთნილები ბრძანებების განუხრელად შესასრულებლად.
„ეს არის ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ხალხი. ძირითადად, შერჩეული არიან ყოფილი სამხედროებისაგან - მედესანტეებისაგან და ა.შ. მათ ძალიან მაჩისტური და ჩაკეტილი კულტურა აქვთ. მათ, შესაძლოა, ყოველთვის ეფექტიანად ვერ იყენებდნენ, მაგრამ ძირითადად ძლიერი, პროფესიონალი, კარგად გაწვრთნილი, თუმცა არც მაინცდამაინც ჰუმანური და დახვეწილი ელემენტები არიან“, განმარტავს ექსპერტი.
გალეოტის თქმით, კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან დემონსტრანტები აალებად ყუმბარებს ბერკუტელებისაკენ, მოწინავე ხაზზე მდგომ მილიციელებს ვერ დააჯერებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები დემოკრატიის მომხრე უკრაინელი პატრიოტები არიან. მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება კრიზისი, უფრო დიდია ალბათობა, რომ სამართალდამცველების ერთგულება იკლებს...
ბერკუტელებში, მათ ნაწილში, შესაძლოა, გაძლიერდეს სიმპათია საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართო, ფიქრობს მარკ გალეოტი: „ყოველთვის არსებობს ასეთი შესაძლებლობა და, ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საკითხი კონფლიქტის გამწვავების ფონზე, განსაკუთრებით კიევის ფარგლებს გარეთ. დასავლეთისაკენ თუ წახვალ, „ბერკუტის“ თანამშრომლები იქ დასავლეთუკრაინელები არიან. ადვილი შესაძლებელია, დემონსტრანტებს შორის ხედავდნენ ნათესავებს, ან მეგობრებს, ან ხალხს, ვისთან ერთადაც სკოლაში დადიოდნენ. მართალია, ისინი ამჟამინდელი რეჟიმის მორჩილი ხელქვეითები არიან, მაგრამ მაინც აქვთ ერთგვარი ემოციური კავშირი იმ აზრის მქონე ხალხთან, რომ უკრაინა ევროპის ნაწილი უნდა იყოს, რომ უკრაინა არ უნდა იყოს რუსეთის სატრაპი“.
უკრაინის მთავრობა, როგორც ჩანს, აცნობიერებს ასეთ შესაძლებლობას: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიქტორ რატუშნიაკმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ კაბინეტი გამოყოფს დამატებით ფულს სამართალდამცველ ორგანოებში ახალი კადრების მისაღებად.
ოპოზიციაში შიშობენ, რომ პოლიციას, შესაძლოა, 45 000-მდე კაცი დაემატოს. თუმცა პარლამენტარმა გენადი მოსკალმა, რომელიც ოპოზიციურ ფრაქცია „ბატკივშჩინის“ წევრია, ჩვენი რადიოს უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბერკუტის“ გაზრდა იოლი ამოცანა არ არის. დრო სჭირდება კადრების არჩევას, მით უმეტეს, მომზადებას: „ახალი ბერკუტელის გამოწვრთნა ვერც ვიღაცის ბრძანებით მოხდება და ვერც მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვით ან რაიმე მსგავსი ქმედებით“, ამბობს მოსკალი.
და თუ იანუკოვიჩმა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არმიის მოხმობა გადაწყვიტა, მარკ გალეოტის აზრით, შესაძლოა გადამწყვეტი ეტაპი დადგეს უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაში.
„სამხედროებმა ძალიან გარკვევით თქვეს, ჩვენი როლი არ არის ამ ტიპის ოპერაციებშიო. და თუ მთავრობა იტყვის, გვსურს გახვიდეთ და „ბერკუტს“ დაეხმაროთო, არ გამიკვირდება, თუ - განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში - ვიხილავთ, რომ სამხედრო შენაერთები დემონსტრანტების მხარეზე არ გადავიდნენ, მაგრამ უარი თქვან ბრძანებების შესრულებაზე. და როგორც კი ეს მოხდება, ეს, მართლაც, იქნება რეჟიმისთვის ბოლოს მოღების დასაწყისი“, ასე ფიქრობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, მარკ გალეოტი.
რამდენიმე დღის წინ იტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩაწერილია ნიღბიანი მამაკაცის მიმართვა. ის თავს მოიხსენიებს უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიცრად დასავლეთ უკრაინაში მდებარე ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში და აცხადებს, რომ სხვა ოფიცრებთან ერთად გადაწყვიტა გადადგეს: „რადგან უკრაინელი ხალხის წინაშე დავიფიცეთ, გადავწყვიტეთ - მთელმა ქვედანაყოფმა - გადავდგეთ. ჩვენ არ ვაპირებთ დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას“.
30 იანვარს გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო - ამჯერად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური, გასამხედროებული ძალების ყოფილი წევრი საუბრობს ყოფილ თანამებრძოლებში გავრცელებულ უკმაყოფილებაზე, რომელიც უკავშირდება კიევის საპროტესტო აქციებს.
უკრაინაში უკვე რამდენიმეკვირიანი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე, ასეთმა ვიდეოჩანაწერებმა წამოჭრა შეკითხვა: ხომ არ არის მოსალოდნელი განხეთქილება უკრაინის მილიციასა და უშიშროების ძალებში?
თუ მილიციელები უარს იტყვიან მთავრობის ბრძანებების შესრულებაზე ან თუ სამართალდამცველების ნაწილი დემონსტრანტების მხარეს გადავა, ეს, შესაძლოა, გადამწყვეტი მოვლენა აღმოჩნდეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ბედის გადასაწყვეტად.
ეს არის ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ხალხი. ძირითადად, შერჩეული არიან ყოფილი სამხედროებისაგან - მედესანტეებისაგან და ა.შ. მათ ძალიან მაჩისტური და ჩაკეტილი კულტურა აქვთ...მარკ გალეოტი
პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში უშიშროების სამსახურების ცნობილი ექსპერტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ გალეოტი „ბერკუტის“ შესახებ ამბობს, რომ მისი წევრები ლამის ცალკე კასტას ქმნიან: საგანგებოდ არიან შერჩეულები და გაწვრთნილები ბრძანებების განუხრელად შესასრულებლად.
„ეს არის ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ხალხი. ძირითადად, შერჩეული არიან ყოფილი სამხედროებისაგან - მედესანტეებისაგან და ა.შ. მათ ძალიან მაჩისტური და ჩაკეტილი კულტურა აქვთ. მათ, შესაძლოა, ყოველთვის ეფექტიანად ვერ იყენებდნენ, მაგრამ ძირითადად ძლიერი, პროფესიონალი, კარგად გაწვრთნილი, თუმცა არც მაინცდამაინც ჰუმანური და დახვეწილი ელემენტები არიან“, განმარტავს ექსპერტი.
გალეოტის თქმით, კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან დემონსტრანტები აალებად ყუმბარებს ბერკუტელებისაკენ, მოწინავე ხაზზე მდგომ მილიციელებს ვერ დააჯერებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები დემოკრატიის მომხრე უკრაინელი პატრიოტები არიან. მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება კრიზისი, უფრო დიდია ალბათობა, რომ სამართალდამცველების ერთგულება იკლებს...
ბერკუტელებში, მათ ნაწილში, შესაძლოა, გაძლიერდეს სიმპათია საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართო, ფიქრობს მარკ გალეოტი: „ყოველთვის არსებობს ასეთი შესაძლებლობა და, ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საკითხი კონფლიქტის გამწვავების ფონზე, განსაკუთრებით კიევის ფარგლებს გარეთ. დასავლეთისაკენ თუ წახვალ, „ბერკუტის“ თანამშრომლები იქ დასავლეთუკრაინელები არიან. ადვილი შესაძლებელია, დემონსტრანტებს შორის ხედავდნენ ნათესავებს, ან მეგობრებს, ან ხალხს, ვისთან ერთადაც სკოლაში დადიოდნენ. მართალია, ისინი ამჟამინდელი რეჟიმის მორჩილი ხელქვეითები არიან, მაგრამ მაინც აქვთ ერთგვარი ემოციური კავშირი იმ აზრის მქონე ხალხთან, რომ უკრაინა ევროპის ნაწილი უნდა იყოს, რომ უკრაინა არ უნდა იყოს რუსეთის სატრაპი“.
არ გამიკვირდება, თუ - განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში - ვიხილავთ, რომ სამხედრო შენაერთები დემონსტრანტების მხარეზე არ გადავიდნენ, მაგრამ უარი თქვან ბრძანებების შესრულებაზე...მარკ გალეოტი