სექტემბრის ბოლოს ვარშავაში გაიმართა ეუთოს ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც „ადამიანური განზომილების შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა აშშ-ის ახალი ელჩი ეუთოში, დენიელ ბერი, რომელსაც აზერბაიჯანში მოახლოებულ არჩევნებზე, ბელორუსიაში შექმნილ ვითარებასა და რუსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვესაუბრე.
დენიელ ბერის თქმით, ვითარება აზერბაიჯანში მოახლოებული არჩევნებისას ძალიან რთულია. ეუთოში აშშ-ის ელჩს მხედველობაში აქვს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის არაერთი ფაქტი და კითხვები, რომლებიც მედიის თავისუფლებას უკავშირდება. ამ კონტექსტში დენიელ ბერმა ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა ხადიჯა ისმაილოვა ახსენა:
„მოწმენი ვართ ძლიერი ზეწოლისა დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე - ისეთებზე, როგორიცაა ხადიჯა ისმაილოვა, გაბედული, ბრწყინვალე გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს კორუფციასთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიებას. ისეთ ქვეყნებში, როგორიც აზერბაიჯანია, დემოკრატიის თვალსაზრისით განვითარებისა და პროგრესის საზომი, ვფიქრობ, ისაა, რომ ლიდერები არა მარტო კრიტიკოსებად აღიქვამენ ჟურნალისტებს, რომლებიც ეფექტიანი მმართველობის წინაშე მდგარ პრობლემებს იკვლევენ, არამედ მათ მიიჩნევენ შემადგენელ ნაწილად იმ გადაწყვეტილების შემუშავების თვალსაზრისით, რაც ხალხისათვის ეფექტიანი ხელისუფლების შექმნას გულისხმობს. უნდა გამოითქმოდეს მოსაზრებები, რომლებიც გვიჩვენებდა, რა არის არასწორი, რა არის გამოსასწორებელი“.
გასული თვის ბოლოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სურს შეაფერხოს რადიო თავისუფლების მაუწყებლობა საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში. დენიელ ბერი ამ ფაქტთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში ვერ ჩატარდება სანდო არჩევნები, თუკი ქვეყანაში არ იქნება სანდო მედიაგარემო და ხალხი ვერ დასვამს შეკითხვებს. „არჩევნების დღეს მედიის საქმიანობის ხელშეშლა ანდა ჩახშობა სამწუხაროა“, - ამბობს ეუთოში აშშ-ის ელჩი და შეშფოთებას გამოთქვამს ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ შექმნილი ვითარების გამო, რაც, მისი თქმით, უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა:
„ამ სამსახურში გადმოვედი ვაშინგტონიდან, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ იმ წარმატებული რეზოლუციის მიღება, რომელსაც ბელორუსიაში საგანგებო მომხსენებლის დანიშვნა მოჰყვა. აშკარაა, რომ მსოფლიო ხმამაღლა ალაპარაკდა პრობლემებზე, ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ სირთულეებზე, რაც გადაუდებელ და მტკიცე გადაჭრას საჭიროებს. ეს მდგომარეობა უმაღლესი ხელისუფლებისაგან მოითხოვს ტრაექტორიის შეცვლას. ეს არის არჩევანი და როდესაც გაკეთდება არჩევანი და გადაწყდება, რომ პროგრესი აუცილებელია, ვფიქრობ, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გააცნობიერებს, რა სარგებლობა მოაქვს ამას როგორც მისთვის, ასევე ბელორუსი ხალხისათვის“.
დაბოლოს, ეუთოში აშშ-ის ელჩმა დენიელ ბერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რუსეთში შექმნილ ვითარებაზეც - კერძოდ ე.წ. ელჯიბიტი თემის წინაშე მდგარ პრობლემებზეც - ისაუბრა. კრემლის მიერ სექსუალური უმცირესობებისთვის გამოხატვის უფლების შემზღუდავი ახალი კანონმდებლობის მიღებას დენიელ ბერმა მთელი რუსი ხალხის უფლების ხელყოფა უწოდა:
„ინტერესით ვადევნებ თვალს, რამდენი გაზეთი და მედიასაშუალება უთმობს ყურადღებას ბოლო თვეების განმავლობაში ამ პრობლემას აშშ-სა და ევროპაში. ეს პრობლემა ძალიან დიდი დაკვირების ქვეშაა და ის ყურადღებას იმსახურებს იმიტომ, რომ წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ნაკისრ ვალდებულებებთან. თანაც, ეს ხდება ადამიანის სხვა უფლებების მხრივ არსებული საგანგაშო ვითარების კონტექსტში. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გამო და იმ კანონისა, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩხრეკის ჩატარების უფლების გაცემის პარალელურად, რუსეთში ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასაც. ეს კანონი ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იმითაა, რომ იგი უფრო ფართოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული, რაც ნიშნავს, რომ ადამიანთა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს არ ემუქრება მტკივნეული დარტყმა უფლებების დაცვის საკითხში. ეს, როგორც წესი, დიდი პრობლემაა. და ამ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. გეების პროპაგანდის შესახებ კანონის ირგვლივ ვსვამთ შეკითხვებს და გამოვთქვამთ შეშფოთებას, ვფიქრობ, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არ იგულისხმება მხოლოდ კანონი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დენიელ ბერი ერთ-ერთი ის ამერიკელი დიპლომატია, რომელიც არ მალავს თავის ჰომოსექსუალობას. თუმცა მე, პირველ ყოვლისა, დიპლომატი ვარ და ამიტომ თანაბრად მაღელვებს ნებისმიერი საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფის უფლებების მდგომარეობა რუსეთში, რაზეც ახლო მომავალში გულახდილ საუბარს ვაპირებ ეუთოში რუსეთის წარმომადგენელთანო, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა დენიელ ბერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
დენიელ ბერის თქმით, ვითარება აზერბაიჯანში მოახლოებული არჩევნებისას ძალიან რთულია. ეუთოში აშშ-ის ელჩს მხედველობაში აქვს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის არაერთი ფაქტი და კითხვები, რომლებიც მედიის თავისუფლებას უკავშირდება. ამ კონტექსტში დენიელ ბერმა ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა ხადიჯა ისმაილოვა ახსენა:
„მოწმენი ვართ ძლიერი ზეწოლისა დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე - ისეთებზე, როგორიცაა ხადიჯა ისმაილოვა, გაბედული, ბრწყინვალე გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს კორუფციასთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიებას. ისეთ ქვეყნებში, როგორიც აზერბაიჯანია, დემოკრატიის თვალსაზრისით განვითარებისა და პროგრესის საზომი, ვფიქრობ, ისაა, რომ ლიდერები არა მარტო კრიტიკოსებად აღიქვამენ ჟურნალისტებს, რომლებიც ეფექტიანი მმართველობის წინაშე მდგარ პრობლემებს იკვლევენ, არამედ მათ მიიჩნევენ შემადგენელ ნაწილად იმ გადაწყვეტილების შემუშავების თვალსაზრისით, რაც ხალხისათვის ეფექტიანი ხელისუფლების შექმნას გულისხმობს. უნდა გამოითქმოდეს მოსაზრებები, რომლებიც გვიჩვენებდა, რა არის არასწორი, რა არის გამოსასწორებელი“.
ამ სამსახურში გადმოვედი ვაშინგტონიდან, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ იმ წარმატებული რეზოლუციის მიღება, რომელსაც ბელორუსიაში საგანგებო მომხსენებლის დანიშვნა მოჰყვა...
„ამ სამსახურში გადმოვედი ვაშინგტონიდან, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ იმ წარმატებული რეზოლუციის მიღება, რომელსაც ბელორუსიაში საგანგებო მომხსენებლის დანიშვნა მოჰყვა. აშკარაა, რომ მსოფლიო ხმამაღლა ალაპარაკდა პრობლემებზე, ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ სირთულეებზე, რაც გადაუდებელ და მტკიცე გადაჭრას საჭიროებს. ეს მდგომარეობა უმაღლესი ხელისუფლებისაგან მოითხოვს ტრაექტორიის შეცვლას. ეს არის არჩევანი და როდესაც გაკეთდება არჩევანი და გადაწყდება, რომ პროგრესი აუცილებელია, ვფიქრობ, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გააცნობიერებს, რა სარგებლობა მოაქვს ამას როგორც მისთვის, ასევე ბელორუსი ხალხისათვის“.
ინტერესით ვადევნებ თვალს, რამდენი გაზეთი და მედიასაშუალება უთმობს ყურადღებას ბოლო თვეების განმავლობაში ამ პრობლემას აშშ-სა და ევროპაში. ეს პრობლემა ძალიან დიდი დაკვირების ქვეშაა და ის ყურადღებას იმსახურებს იმიტომ, რომ წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ნაკისრ ვალდებულებებთან...