NDI - ტელევიზიების ნდობა: პირველი არხი 2%-ით უსწრებს „ობიექტივს“

NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ყველაზე მეტი, გამოკითხულთა 30%, ტელეკომპანია „იმედს“ ენდობა. მას 18%-ით მოსდევს „მთავარი არხი“. მესამე ადგილს ინაწილებს გამოკითხვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ტელეკომპანია „TV პირველს“, გამოკითხული მოსახლეობის 5% ენდობა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს - პირველ არხს, ნდობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს და ის მხოლოდ 3%-ს სჯერდება. ნდობის ანალოგიური მაჩვენებელი აქვს „აზ ტე-ვეს“. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2%-ით უსწრებს ტელეკომპანია „ობიექტივს“.

NDI-მ და CRRC–საქართველომ კვლევა ჩაატარეს 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკვლევაში 2180 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.