საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 27 აგვისტოს დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრებზე ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. 14 საათზე კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართება.