9 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციის, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” ახალი წიგნისა - “დაკარგული ისტორია. მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ”.
არსებითად ეს იყო არა მარტო წიგნის პრეზენტაცია, არამედ ექსპოზიციის გახსნაც. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ - იმავე „სოვლაბმა“ - საგამოფენო დარბაზის კედლებზეც წარმოადგინა რეპრესირებული ქალების ისტორიები სურათებით (წიგნშიც და გამოფენაზეც გამოყენებულია „სოვლაბის“ არქივის ფოტომასალა, ასევე ეროვნული არქივისა და ფონდ “ტასოს” მასალები). ამ წიგნზეც, რომლის პრეზენტაცია მოეწყო, ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ წიგნია - წიგნს თან ერთვის დისკი, დოკუმენტური ფილმი, რომელიც, თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ, ზაალ ანდრონიკაშვილის თქმისა არ იყოს (ზაალ ანდრონიკაშვილს ეკუთვნის სწორედ არაჩვეულებრივი შესავალი წერილი, ჩართული ამ კრებულში), “ტრავმას”, რაც დაგვეხმარება უკეთ შევიგრძნოთ ადამიანების ტრაგედია, ეპოქის ტრაგედია.
გამოფენაზე „სოვლაბის“ ერთ-ერთ თანამშრომელს და კრებულის შემდგენელს ირაკლი ხვადაგიანს ვესაუბრეთ. ირაკლიმ გაგვახსენა, რომ წიგნი “მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ” ერთი დიდი პროექტის ნაწილია; გაგვახსენა ის წიგნები, რომლებზეც მუშაობა ლაბორატორიამ უკვე დაასრულა.
ფილმის ჩანაფიქრი მართლაც საინტერესოა - ადამიანები, რომლებმაც თავად გადაიტანეს რეპრესიები და მათი შთამომავლები, რომლებმაც ეს ამბები გადმოცემით იციან. ზეპირი ისტორიები საქართველოში ადრეც ჩაუწერიათ დისკზე, მაგრამ ერთია, როცა უსმენ ან კითხულობ და მეორეა, როცა უყურებ.
ირაკლი ხვადაგიანს მომავლის გეგმებზეც ვკითხეთ. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ ხომ თავისი არსებობის მანძილზე საკმაოდ მდიდარი მასალა დაუგროვდა - ამ მასალის მეცნიერული შესწავლა გრძელდება. მაგრამ საინტერესოა, რას იხილავს საზოგადოება უახლოეს ხანში.
წესით, ქვეყანაში წარსულის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და საბჭოთა წარსულის შეფასება მხოლოდ პროპაგანდისტული ფორმით არ უნდა ხდებოდეს - ისე, როგორც წიგნის შესავალში ზაალ ანდრონიკაშვილი აღნიშნავს: “დღესაც, მეოცე საუკუნის ტრავმატული ისტორიის გააზრების ნაცვლად, მისი ახალი მითებით ჩანაცვლება ხდება. “საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი” მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიას საბჭოთა ოკუპაციასთან გმირული ბრძოლის ისტორიად წარმოგვიდგენს”... არადა, ფაქტია: ტერორსა და ეგრეთ წოდებულ „პოგრომებში“ სწორედ ეთნიკური ქართველები მონაწილეობდნენ. ჯალათებიც “დაიკარგნენ” მსხვერპლთან ერთად. ესეც ჩვენი დაკარგული ისტორიაა და, ალბათ, არ უნდა შეგვეშინდეს ვიცოდეთ, ვინ არის ეს ხალხი და... - რატომაც არა! -არ შეგვეშინდეს მათი “ზეპირი ისტორიები” მოვისმინოთ.