თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს
Your browser doesn’t support HTML5
26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 49-კაციან დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ხელმძღვანელობს. როგორც მან 26 მაისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც არაერთხელ ითქვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც“. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, კონფერენცია და საკომიტეტო სხდომა, პლენარული სხდომის დასასრულს კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.