ნატალია ნებიერიძე და მაკო კაპანაძე თანამედროვე ქალაქგეგმარების შესახებ

5 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ "სტუდიო კამპუსის" წარმომადგენელი ნატალია ნებიერიძე და არქიტექტორი მაკო კაპანაძე. "სტუდიო კამპუსის" ინიციატივით დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა "თანამედროვე ქალაქგეგმარება: გარე ავლაბრის ქალაქმშენებლური განვითარება", რომლის ფარგლებშიც არაერთი ვორკშოფი, პრეზენტაცია და ღია ლექციაა დაგეგმილი.

რა მნიშვნელოვანი ასპექტებია გასათვალისწინებელი ქალაქგეგმარებისას, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივთა ჩართულობა არქიტექტურულ პროცესებში და რა ეტაპებისგან შედგება "სტუდიო კამპუსის" საგანმანათლებლო პროექტი - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.