ნატა ძველიშვილი: მედიის შეზღუდვით ხელისუფლება საკუთარ თავს აზარალებს

ნატა ძველიშვილი

"თავისუფლების დილა" დაუკავშირდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, ნატა ძველიშვილს უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ კომენტარისთვის.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2" მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.

„რუსთავი 2“-ის მფლობელებს სასამართლო დავა ჰქონდათ ყოფილ მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან, რომელიც ითხოვდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებას. ტელეკომპანიის მფლობელები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის დაბრუნების სურვილი ხალვაშს ხელისუფლებამ უკარნახა მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმების მიზნით.

"რაც მივიღეთ დღეს, უპირველეს ყოვლისა არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება. იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ჩვენი არჩეული, მოსახლეობის არჩეული და შესაბამისად, პასუხისმგებლობა აკისრია ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში, აძლევს ხმას ან არძლევს ხმას. ფაქტია, რომ საზოგადოებაში უნდა იყოს ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება ამ პროცესებთან დაკავშირებით. ძალიან რთული პროცესი მიდის არა მხოლოდ მედიაში, მაგალითად, პარლამენტში, "ეს შენ გეხებას" კანონპროექტი იქნება ეს თუ მოსმენების კანონპროექტი, ძალიან კომპლექსურია ეს საკითხი და ვფიქრობ, ახლა საზოგადოებაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, რამდენად არ შეეგუება ამ მოცემულობას. ცხადად გამოჩნდა, რომ მედიის შეზღუდვით ხელისუფლება აზიანებს საკუთარ თავს."

Your browser doesn’t support HTML5

ნატა ძველიშვილი: მედიის შეზღუდვით ხელისუფლება აზიანებს საკუთარ თავს.