ნარკოტიკი - რეპრესიის იარაღი?

Your browser doesn’t support HTML5

22 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს, სამართალდამცავებმა განსხვავებული მოსაზრებებისა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით განზრახ ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალებები. მათ პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერეს. შინაგან საქმეთა მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა კატეგორიულად უარყოფენ ამ ბრალდებას. ნარკოპოლიტიკის ცვლილებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სადამსჯელო იარაღად იყენებს დღეს არსებულ ნარკოპოლიტიკას.