25 ივნისს იტალიაში ახალგაზრდა ქართველი მომღერლის, მეცოსოპრანო ნანა ძიძიგურის, გამარჯვებით დასრულდა საერთაშორისო კონკურსი „ვერდის ხმები“ - ძალიან პრესტიჟული კონკურსი საოპერო მომღერლებისათვის, კონკურსი, რომელიც 54-ედ გაიმართა დიდი კომპოზიტორისა და დღემდე ძალიან პოპულარული კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის, მშობლიურ ბუსეტოში. ნანა ძიძიგურს იტალიაში დავურეკე და ვკითხე, რას ნიშნავს მისთვის კონკურს „ვერდის ხმებში“ გამარჯვება.
Your browser doesn’t support HTML5