80 წელი შეუსრულდა ცნობილ ქართველ პიანისტს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, თბილისის კონსერვატორიის პროფესორს ნანა დიმიტრიადის. მას ამ რამდენიმე დღის წინ ვესტუმრეთ განვლილ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვესაუბრეთ.
ოდისეი დიმიტრიადისა და ნადეჟდა ხარაძის ოჯახში დაბადებული ბავშვი აუცილებელი არ არის, მუსიკოსი გამხდარიყო. თუმცა, ეს მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა იქნებოდა. დიდი ქართველი დირიჟორის ოდისეი დიმიტრიადისა და ასევე ცნობილი ქართველი მომღერლის, ნადეჟდა ხარაძის ოჯახში მუსიკოსი უნდა დაბადებულიყო! ასეც მოხდა - ნანა დიმიტრიადი დაიბადა ოჯახში, სადაც მღეროდნენ, მუზიცირებდნენ და მუსიკაზე საუბრობდნენ. თანაც, ინტერნაციონალურ ოჯახში, სადაც სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ ერთმანეთის ყოველთვის ესმოდათ.
ოდისეი დიმიტრიადის ოჯახი კონსტანტინეპოლიდან იყო. მამა კომერსანტი ჰყავდა, დედა - დიასახლისი. მშობლებს რვა შვილი ჰყავდათ, მათგან ყველაზე უმცროსი ოდისეი იყო. მეოცე საუკუნის დასაწყისში ოჯახი ბათუმში გადასახლდა. როგორც ნანა დიმიტრიადი აღნიშნავს, ოჯახი ძალიან პატრიარქალური იყო - ბერძნულად ლაპარაკობდნენ და ტრადიციებს ინარჩუნებდნენ. ნანა დიმიტრიადი ამ ტრადიციებს მოწყდა, თუმცა მთლიანად არა.
„როდესაც იქ ჩავედი (ორი თვე ვიყავი), არ ვიცი, გენეტიკის ბრალია თუ რა, მაგრამ მართლა ყველაფერი მომეწონა - წარმტაცი ქვეყანაა. მომეწონა ნათესავები, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველაფერი მესმის, მიუხედავად იმისა, რომ ნათესავებიდან რუსულს მხოლოდ სამი ადამიანი, ისიც ძალიან ცუდად ფლობდა“, იხსენებს ქალბატონი ნანა.
მუსიკოსების ოჯახში შეიძლება მუსიკოსი არ დაიბადოს, მაგრამ ლამის აუცილებელია, რომ ბავშვი მუსიკით იყოს გატაცებული. თითქმის ყოველთვის ასეა. გამონაკლისი არც ნანა დიმიტრიადი ყოფილა.
„ძალიან კარგი სმენა მქონდა“ - განაგრძობს იუბილარი, – „და ალბათ, ეს გამოდგა გადამწყვეტი. ყველაფერს ვუკრავდი, სამი წლიდან. საზოგადოდ, ჩემს თაობაში უამრავი ადამიანი ვიცი არაჩვეულებრივი სმენის, რომელთაგანაც ყველა კარგად ფლობდა როიალს.“
ყველაფერს როგორ? თავიდანვე ასე იყო? თავიდანვე მრავალფეროვანი რეპერტუარი გხიბლავდათ? ვკითხეთ ქალბატონ ნანას.
„ამან შემიშალა ხელი, რომ სერიოზული მუსიკოსი გამოვსულიყავი“, - გულიანად გაეცინა მას. - „ყველა მეუბნებოდა, დიდი მუსიკოსი გამოხვალო, მაგრამ არ გამოვიდა ეს საქმე. იმიტომ, რომ სასაცილოა ეს სიტყვა - ტალანტი. ტალანტს სჭირდება სხვა თვისებები, რომელიც მე, სამწუხაროდ, არ მქონდა. კლავირებს ვუკრავდი, ყველაფერს ვუკრავდი, მაგრამ არ მქონდა ის, რაც მერე უკვე ძალიან საჭიროა.“
ვეკითხებით, შრომისმოყვარეობა? კიო, და კიდევ რაღაც სხვაო, რაც არაა მხოლოდ ნიჭიო. დაკონკრეტება უჭირს. ერთად ვეძებთ სიტყვას. რომ ვერ ვაგნებთ, იმაზე გადავდივართ, რის მიღწევაც შესაძლებელი გახდა - ნანა დიმიტრიადი შესანიშნავი, მოდით, ნუ მოგვერიდება ამ სიტყვის - გენიალური აკომპანიატორი იყო და არის კიდეც! რატომ აირჩია ეს საქმე? ამბობს, რომ ყოველთვის სჭირდებოდა ვინმე, ვინც სტიმულს მისცემდა. ანუ სხვასთან ერთად უყვარდა დაკვრა. მოდით ასე ვთქვათ: უყვარდა არა იმდენად მუსიკა, რამდენადაც მუსიკოსები.
ნანა დიმიტრიადი ამბობს, რომ ინსტრუმენტალისტებთან დაიწყო: მარინე იაშვილთან, ლიანა ისაკაძესთან, თამარ გაბარაშვილთან. თუმცა შემდეგ ვოკალისტებთან თანამშრომლობდა: მუშაობდა ცისანა ტატიშვილთან (ამბობს, ასეთი ხმები იშვიათად იბადებიანო), მედეა ამირანაშვილთან, ნოდარ ანდღულაძესთან, ელდარ გეწაძესთან... არავის გამორჩევა არ უნდა. შემსრულებლებს კი არა, კომპოზიტორებსაც ვერ არჩევს ზოგჯერ: „რომ მკითხოთ რომელი კომპოზიტორი გიყვარსო, ვერც გეტყვით, რადგან ყველა და ყველაფერი მიყვარს!“, გვეუბნება მუსიკოსი.
ნანა დიმიტრიადისთან საუბრის ბოლოს მის დისკს ვიხსენებთ. „ხეივნის ბოლო და ისევ სევდა“ - ასე დაარქვეს ავტორებმა ალბომს, რომელშიც, ძირითადად, ჩართულია იმპროვიზაციები პოპულარული კინოფილმების მელოდიებზე.
„დისკის იდეა მე არ გამჩენია, გაუჩნდა მანანა დოიჯაშვილს, რომელმაც მითხრა: სანამ შემიძლია, უნდა გამოვუშვათ თქვენი დისკიო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, რადგან ჩემთვის ჩაწერა ძალიან ძნელია. გაცილებით უფრო კარგად ცოცხალ კონცერტზე ვიგრძნობდი თავს“, ამბობს ქალბატონი ნანა.
დისკის პრეზენტაცია 2003 წელს შედგა. მაშინ მანანა დოიჯაშვილმა ჩვენთან საუბარში დისკზე ასეთი რამ თქვა: „ნანას რაც ყურზე ხვდება, ყველაფერს უკრავს. განსაკუთრებით მოსწონს კინო. ნანას აქვს განსაკუთრებული სტილი. მე არავინ არ ვიცი, ვინც ასე უკრავს - მას თავისი ხელწერა აქვს.“
„წარმატებული პროექტია“ - ვუთხარით ნანა დიმიტრიადის. პატარა პაუზის მერე ასე გვიპასუხა:
„კი, წარმატებულია, მაგრამ ჩემი თავის მიმართ კრიტიკული ვარ და ყველაფერი არ მომწონს ამ დისკში“...
Your browser doesn’t support HTML5