პირწმინდად პროფესიული თვალსაზრისით, სიყვარულზე წერა ერთობ რთული საქმეა. რაკიღა ეს თემა ლიტერატურის მარადიულად თანამდევია, სიუჟეტურადაც ამოწურულია და ასპექტობრივაც საგულდაგულოდ დამუშავებული. ამიტომ დიდია საფრთხე, რომ რასაც აღნიშნულ თემაზე დაწერ, ბულვარული რომანი არ გამოვიდეს. თუმცა, რასაკვირველია, მთავარია, ვინ წერს და საკითხის რომელ შრეს რა სიღრმით შეეხება.
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ქართველ მკითხველს კარგად ახსოვს ტექსტი, რომლითაც ნაირა გელაშვილი, ფაქტობრივად, შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში. „ამბრნი უმბრნი და არაბნი“, ათწლეულების მერე ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ მცირე რომანდაც რომ აღიარეს, მკითხველმა, 1980 წელს, ჟურნალ ,,ცისკარში“ დაბეჭდვისთანავე აიტაცა. ტექსტს სიამოვნებით კითხულობდა ყველა პროფესიისა და გემოვნების ადამიანი და იმის მიუხედავად, რომ სინამდვილეში საქმე გვქონდა ძალიან ღრმა და მრავალშრეან თხზულებასთან, ნაწარმოები თითქოს ყველასთვის გასაგები იყო.
ისიც ცნობილია, რომ ძველი წარმატების გამეორება ლიტერატურაში ძალიან ჭირს ხოლმე, მაგრამ ნაირა გელაშვილი ამ მხრივაც გამონაკლისი აღმოჩნდა. 2012 წელს ,,კავკასიური სახლის“ მიერ დასტამბულმა მისმა მინირომანმა - ,,მე ის ვარ“ - ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ამ შემთხვევაშიც, სიუჟეტის ერთგვარი სიმარტივისა თუ მოჩვენებითი ბანალურობის ფონზე, მწერალი ადამიანის ფსიქიკისა და გარემომცველი სინამდვილის ურთიერთობის ისეთ შრეებს ეხება, რომ არც ერთი ასაკის მკითხველი გულგრილი არ დაუტოვებია.
,,მე ის ვარ“ ცამეტი წლის გოგონასა და მის მეზობლად მცხოვრები მასზე გაცილებით უფროსი ვაჟის სიყვარულის ამბავია. უფრო სწორად, მთავარი ამბავი ამ სიყვარულიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ იწყება, როცა მწერალი გადაწყვეტს, იმ თავისი პირველი შეყვარებულის ასავალ-დასავალი მოიძიოს. ამიტომაც სიუჟეტი ძირითადად ორ დროში ვითარდება და ორ ასაკობრივ განცდაზეა ფოკუსირებული: 13 წლის მოზარდისა და უკვე ხანშიშესული ქალისა.
ჩვენც სწორედ ამის გამო დავინტერესდით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ ასაკობრივი ჯგუფებით, და რომანზე კომენტარი ვთხოვეთ ორ მკითხველს: ცამეტი წლის გოგონასა და 90 წლის ქალბატონს, მანამდე კი, რა თქმა უნდა, ნაირა გელაშვილის ახალ წიგნზე კრიტიკოსებსაც ვესაუბრეთ.
მთარგმნელმა და ლიტერატურათმცოდნემ თამარ კოტრიკაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა:
,,ნაირა გელაშვილის მცირე რომანი ,,მე ის ვარ“, შეიძლება ითქვას, უნიკალური ნაწარმოებია, პირველ რიგში, თავისი გულწრფელობით. ჩვენ ბევრს ვიცნობთ, ბევრი გვინახავს ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, მაგრამ ეს მაინც გამორჩეულია თავისი გულწრფელობითა და საკუთარ თავთან კრიტიკული მიმართებით. ბანალურად რომ ვთქვათ, ეს არის ნაწარმოები პირველ სიყვარულზე და მოზარდზე, მაგრამ ამით არაფერია ნათქვამი. აქ ძალიან მტკივნეული მომენტია აღწერილი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის, ფაქტობრივად, თვითიდენტობის გზაგასაყარზე დგომა, როდესაც ჯერ არ იცი, ვინ ხარ, რაღაც ახალი შემოდის შენში და მეორედ მოსვლასავით დაგატყდა თავს. ეს ახალი არის შენი ახალი „მე“ , ეს ახალი არის სიყვარული და ეს სიყვარული ჯერ იმდენად ტლანქი და სტიქიური ძალაა, რომ პერსონაჟი მას უბრალოდ ვერ უმკლავდება“.
13 წლის ნატა იათაშვილი, რომელმაც ნაირა გელაშვილის რომანი, დიდი ინტერესით წაიკითხა, წიგნის შესახებ ამბობს:
"ეს წიგნი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ სხვაგან არსად შემხვედრია ცამეტი წლის გოგონასა და ასაკოვანი კაცის სიყვარული. რაც მთავარია,
როცა ვკითხულობდი ყველაფერი მჯეროდა. შეიძლება ყველამ სხვადასხვაგვარად გადაწყვიტოს ეს ასაკობრივი პრობლემა, მაგრამ მეც ასე მოვიქცეოდი!”
ისე კი, ამბავი აქ მხოლოდ ერთი შრეა.
სინამდვილეში ნაირა გელაშვილი ამ რომანშიც უბრუნდება მისთვის ასეთ საინტერესო თემას სიფაქიზისა და სილამაზის ბედისწერას უხეში სინამდვილის პირისპირ.
რომანის პირველივე ფრაზებიდან შესანიშნავად ჩანს, როგორ უპირისპირდება ყველა და ყველაფერი პატარა გოგონას ნამდვილ გრძნობას, მის იმ დროისათვის ეგებ ყველაზე ნამდვილ სუბსტანციას. ამ დაპირიპირების საყოველთაო ველში ჩართულია: დედა, ოჯახი, მასწავლებელი და რაც მთავარია, სასკოლო პროგრამა ,,ვეფხისტყაოსნის“ ციტატების სახით, რომლებიც გოგონას სინამდვილესთან თავისი ,,არქაული“ შეუსაბამობის ფონზე უცხოდ, საშიშად და ერთგვარად გროტესკულად გამოიყურება. რეალურად, ისე ჩანს, რომ მხოლოდ ამ გოგონაში დუღს ისეთი სიყვარული, რაც ,,ვეფხისტყაოსანშია“ აღწერილი, მაგრამ რადგან მოზარდისთვის ამ პოემის ენა უკვე ძველია, გარემომცველი სინამდვილისათვის კი ეს ენა პრაქტიკულად გაუგებარი, ამიტომ ბავშვი ამ ციტატებს უფროსების მიერ მის დასათრგუნად გამოყენებულ იარაღად აღიქვამს.
წიგნში საინტერესოა სწორედ ის ხაზი, თუ როგორ და რაში პოულობს 13 წლის მოზარდი ძალას იმისათვის, რომ მთელ ამ მტრულ კონგლომერატს გაუმკლავდეს. პოეზია, ლიტერატურა და ბუნება გოგონას მის წინაშე წამოჭრილი ურთულესი პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება. დროისა და სივრცის განაწილების თვალსაზრისით, პროფესიულად, ამ ძალზე ძნელად დასაწერი წიგნის ნამდვილი ღირსებაა პოეზიასთან 13 წლის მოზარდის დამოკიდებულება. ნაირა გელაშვილს პოსტმოდერნისტული მანერით შექმნილ ამ პასაჟებში რუსთაველისა და გალაკტიონის არაერთი ციტატი შემოაქვს, ოღონდ სასკოლო საზეპირობებისაგან განსხვავებით, ყველა ეს ფრაგმენტი არაჩვეულებრივად ცოცხალი და სიტუაციის შესაბამისია. ეს ის ფრაგმენტებია, რომლებიც ადამიანს სიყვარულივით ადრეული სიყმაწვილიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგყვება.
რაც მთავარია, წიგნში ჩანს რა გზა აირჩია რომანის პერსონაჟმა მომავალში, როგორ დაეხმარა მას სწორედ ეს პირველი სიყვარული პროფესიის არჩევაში, სტუდენტებთან ურთიერთობაში და რას ასწავლის თავის სტუდენტებს ამ უფაქიზეს გამოცდილებაზე დაყრდნობით. თანაც მთავარი აქ ის არის, რომ დრო და ღირებულებები ახლა ძალიან შეცვლილია და პერსონაჟისა და მისი მშობლების ან მასწავლებლების გაუცხოების, აკრძალვების ნაცვლად სულ სხვა სინამდვილის პირისპირ ვდგავართ. დღევანდელობაში პირიქით ზედმეტი გულახდილობა, უფრო სწორად მოურიდებლობა გამხდარა თავსატეხი. სიყვარული ითქმის მთლიანად სექსითაა ჩანაცვლებული და ამით
კიდევ უფრო დევალვირებულია ამ გრძნობის ჭეშმარიტი ბუნება და სიფაქიზე. ამიტომ გულწრფელი მრჩეველი მოზარდებსა და ახალგაზრდებს შესაძლოა დღეს კიდევ უფრო მეტად სჭირდებოდეთ.
რადიო თავისუფლება ნაირა გელაშვილის რომანის შესახებ ოთხმოცდაათი წლის ქალბატონს, ელენე სახოკიასაც ესაუბრა, რომელმაც ძალზე საგულისხმო რამ ბრძანა, კერძოდ კი, მისი ნება რომ იყოს, ამ წიგნს სკოლებში აუცილებელ საკითხავად შეიტანდა.
ქალბატონმა ელენემ წიგნი დიდი ინტერესით წაიკითხა და იმდენად მოხიბლა აქ აღწერილმა ამბავმა და 20 წლის ბიჭის ღირსეულმა საქციელმა, რომ გადაწყვიტა წიგნის პროტოტიპი მოეძებნა.
თბილისი პატარა და უცნაური ქალქია.
ქალბატონმა ელენემ, რომელიც პრაქტიკულად შინიდან გარეთ აღარ გადის, ნათესავს წიგნის პერსონაჟის პროტოტიპის სურათი მოატანინა და მისი გარეგნობითაც მოიხიბლა. რომანის შესახებ კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს:
"ძალიან დიდი სიყვარულით წავიკითხე. ეს წიგნი უნდა წაიკითხოს ყველა ახალგაზრდამ. სტუდენტებმა უნდა წაიკითხონ და საერთოდ სკოლაშიც ერთი გაკვეთილი დაუთმონ. ჩვენს სახლთან ახლოს ერთი სკოლაა, გოგონებსა და ბიჭებს ძალზე უცნაური დამოკიდებულება აქვთ, ჩვენ შევწუხდით და მივედით დირექციაში. აი, ეს წიგნი რომ წაუკითხონ, მგონია, რომ ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ!“
რომანს ქვესათაურად კი აწერია: ,,ძველებური ამბავი მოზარდებისათვის“, მაგრამ ეს წიგნი უპირველესად თავის მკითხველად უფროსებს გულისხმობს: დედებს, ბებიებს, მასწავლებლებს, რომელთაც დაავიწყდათ, რომ ბავშვები იყვნენ, ზოგჯერ კი გაურკვეველ მომავალზე ზრუნვამ ნამდვილი გრძნობებიც ისე გადაავიწყათ, რომ ახლა ყველაფერი ნამდვილისა ეშინიათ. სიყვარულისა და გულწრფელობის შიში ხომ ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი გავრცელებული ფობიაა და რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, ამ შიშს სწორედ სიყვარულის სახელითვე უპირისპირდებიან.
ნაირა გელაშვილის რომანის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ისაა, რომ მწერალს არ ეშინია სიყვარულისა და გულწრფელობის, თამამად გვიამბობს ყველაფერზე და ეს მით უფრო დასაფასებელია საზოგადოებაში, სადაც წიგნის გმირებს თითქმის ყოველთვის ავტორთან აიგივებენ და ამის გამო არცთუ იშვიათად პასუხს მწერალს სთხოვენ. ხოლო ნამდვილად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ კი დაინტერესებულ, თუნდაც ძალზე კეთილგანწყობილ მკითხველს, თავისუფლად შეუძლია პერსონაჟების პრტოტოტიპთა ფოტოებიც მოიძიოს. მართლაც ძნელია ასეთ ვითარებაში ადგე და შენს წარსულს, პირველ სიყვარულს, მთელ შენს შემდგომ ცხოვრებას უთხრა, ,,მე ის ვარ“ - და შენს ნათქვამში ეჭვი არავის შეეპაროს.
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ქართველ მკითხველს კარგად ახსოვს ტექსტი, რომლითაც ნაირა გელაშვილი, ფაქტობრივად, შემოვიდა ქართულ ლიტერატურაში. „ამბრნი უმბრნი და არაბნი“, ათწლეულების მერე ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ მცირე რომანდაც რომ აღიარეს, მკითხველმა, 1980 წელს, ჟურნალ ,,ცისკარში“ დაბეჭდვისთანავე აიტაცა. ტექსტს სიამოვნებით კითხულობდა ყველა პროფესიისა და გემოვნების ადამიანი და იმის მიუხედავად, რომ სინამდვილეში საქმე გვქონდა ძალიან ღრმა და მრავალშრეან თხზულებასთან, ნაწარმოები თითქოს ყველასთვის გასაგები იყო.
ნაირა გელაშვილის მცირე რომანი ,,მე ის ვარ“, შეიძლება ითქვას, უნიკალური ნაწარმოებია, პირველ რიგში, თავისი გულწრფელობით. ჩვენ ბევრს ვიცნობთ, ბევრი გვინახავს ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, მაგრამ ეს მაინც გამორჩეულია თავისი გულწრფელობითა და საკუთარ თავთან კრიტიკული მიმართებით...თამარ კოტრიკაძე
ისიც ცნობილია, რომ ძველი წარმატების გამეორება ლიტერატურაში ძალიან ჭირს ხოლმე, მაგრამ ნაირა გელაშვილი ამ მხრივაც გამონაკლისი აღმოჩნდა. 2012 წელს ,,კავკასიური სახლის“ მიერ დასტამბულმა მისმა მინირომანმა - ,,მე ის ვარ“ - ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ამ შემთხვევაშიც, სიუჟეტის ერთგვარი სიმარტივისა თუ მოჩვენებითი ბანალურობის ფონზე, მწერალი ადამიანის ფსიქიკისა და გარემომცველი სინამდვილის ურთიერთობის ისეთ შრეებს ეხება, რომ არც ერთი ასაკის მკითხველი გულგრილი არ დაუტოვებია.
,,მე ის ვარ“ ცამეტი წლის გოგონასა და მის მეზობლად მცხოვრები მასზე გაცილებით უფროსი ვაჟის სიყვარულის ამბავია. უფრო სწორად, მთავარი ამბავი ამ სიყვარულიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ იწყება, როცა მწერალი გადაწყვეტს, იმ თავისი პირველი შეყვარებულის ასავალ-დასავალი მოიძიოს. ამიტომაც სიუჟეტი ძირითადად ორ დროში ვითარდება და ორ ასაკობრივ განცდაზეა ფოკუსირებული: 13 წლის მოზარდისა და უკვე ხანშიშესული ქალისა.
ჩვენც სწორედ ამის გამო დავინტერესდით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ ასაკობრივი ჯგუფებით, და რომანზე კომენტარი ვთხოვეთ ორ მკითხველს: ცამეტი წლის გოგონასა და 90 წლის ქალბატონს, მანამდე კი, რა თქმა უნდა, ნაირა გელაშვილის ახალ წიგნზე კრიტიკოსებსაც ვესაუბრეთ.
მთარგმნელმა და ლიტერატურათმცოდნემ თამარ კოტრიკაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა:
,,ნაირა გელაშვილის მცირე რომანი ,,მე ის ვარ“, შეიძლება ითქვას, უნიკალური ნაწარმოებია, პირველ რიგში, თავისი გულწრფელობით. ჩვენ ბევრს ვიცნობთ, ბევრი გვინახავს ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, მაგრამ ეს მაინც გამორჩეულია თავისი გულწრფელობითა და საკუთარ თავთან კრიტიკული მიმართებით. ბანალურად რომ ვთქვათ, ეს არის ნაწარმოები პირველ სიყვარულზე და მოზარდზე, მაგრამ ამით არაფერია ნათქვამი. აქ ძალიან მტკივნეული მომენტია აღწერილი ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის, ფაქტობრივად, თვითიდენტობის გზაგასაყარზე დგომა, როდესაც ჯერ არ იცი, ვინ ხარ, რაღაც ახალი შემოდის შენში და მეორედ მოსვლასავით დაგატყდა თავს. ეს ახალი არის შენი ახალი „მე“ , ეს ახალი არის სიყვარული და ეს სიყვარული ჯერ იმდენად ტლანქი და სტიქიური ძალაა, რომ პერსონაჟი მას უბრალოდ ვერ უმკლავდება“.
13 წლის ნატა იათაშვილი, რომელმაც ნაირა გელაშვილის რომანი, დიდი ინტერესით წაიკითხა, წიგნის შესახებ ამბობს:
"ეს წიგნი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ სხვაგან არსად შემხვედრია ცამეტი წლის გოგონასა და ასაკოვანი კაცის სიყვარული. რაც მთავარია,
ისე კი, ამბავი აქ მხოლოდ ერთი შრეა.
სინამდვილეში ნაირა გელაშვილი ამ რომანშიც უბრუნდება მისთვის ასეთ საინტერესო თემას სიფაქიზისა და სილამაზის ბედისწერას უხეში სინამდვილის პირისპირ.
რომანის პირველივე ფრაზებიდან შესანიშნავად ჩანს, როგორ უპირისპირდება ყველა და ყველაფერი პატარა გოგონას ნამდვილ გრძნობას, მის იმ დროისათვის ეგებ ყველაზე ნამდვილ სუბსტანციას. ამ დაპირიპირების საყოველთაო ველში ჩართულია: დედა, ოჯახი, მასწავლებელი და რაც მთავარია, სასკოლო პროგრამა ,,ვეფხისტყაოსნის“ ციტატების სახით, რომლებიც გოგონას სინამდვილესთან თავისი ,,არქაული“ შეუსაბამობის ფონზე უცხოდ, საშიშად და ერთგვარად გროტესკულად გამოიყურება. რეალურად, ისე ჩანს, რომ მხოლოდ ამ გოგონაში დუღს ისეთი სიყვარული, რაც ,,ვეფხისტყაოსანშია“ აღწერილი, მაგრამ რადგან მოზარდისთვის ამ პოემის ენა უკვე ძველია, გარემომცველი სინამდვილისათვის კი ეს ენა პრაქტიკულად გაუგებარი, ამიტომ ბავშვი ამ ციტატებს უფროსების მიერ მის დასათრგუნად გამოყენებულ იარაღად აღიქვამს.
წიგნში საინტერესოა სწორედ ის ხაზი, თუ როგორ და რაში პოულობს 13 წლის მოზარდი ძალას იმისათვის, რომ მთელ ამ მტრულ კონგლომერატს გაუმკლავდეს. პოეზია, ლიტერატურა და ბუნება გოგონას მის წინაშე წამოჭრილი ურთულესი პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება. დროისა და სივრცის განაწილების თვალსაზრისით, პროფესიულად, ამ ძალზე ძნელად დასაწერი წიგნის ნამდვილი ღირსებაა პოეზიასთან 13 წლის მოზარდის დამოკიდებულება. ნაირა გელაშვილს პოსტმოდერნისტული მანერით შექმნილ ამ პასაჟებში რუსთაველისა და გალაკტიონის არაერთი ციტატი შემოაქვს, ოღონდ სასკოლო საზეპირობებისაგან განსხვავებით, ყველა ეს ფრაგმენტი არაჩვეულებრივად ცოცხალი და სიტუაციის შესაბამისია. ეს ის ფრაგმენტებია, რომლებიც ადამიანს სიყვარულივით ადრეული სიყმაწვილიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგყვება.
რაც მთავარია, წიგნში ჩანს რა გზა აირჩია რომანის პერსონაჟმა მომავალში, როგორ დაეხმარა მას სწორედ ეს პირველი სიყვარული პროფესიის არჩევაში, სტუდენტებთან ურთიერთობაში და რას ასწავლის თავის სტუდენტებს ამ უფაქიზეს გამოცდილებაზე დაყრდნობით. თანაც მთავარი აქ ის არის, რომ დრო და ღირებულებები ახლა ძალიან შეცვლილია და პერსონაჟისა და მისი მშობლების ან მასწავლებლების გაუცხოების, აკრძალვების ნაცვლად სულ სხვა სინამდვილის პირისპირ ვდგავართ. დღევანდელობაში პირიქით ზედმეტი გულახდილობა, უფრო სწორად მოურიდებლობა გამხდარა თავსატეხი. სიყვარული ითქმის მთლიანად სექსითაა ჩანაცვლებული და ამით
ძალიან დიდი სიყვარულით წავიკითხე. ეს წიგნი უნდა წაიკითხოს ყველა ახალგაზრდამ. სტუდენტებმა უნდა წაიკითხონ და საერთოდ სკოლაშიც ერთი გაკვეთილი დაუთმონ...ელენე სახოკია