ცხრა მუზეუმი - ერთ სახურავქვეშ
Your browser doesn’t support HTML5
2016 წლის აგვისტოში, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდა „მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანება“ და მას თბილისის ცხრა მუზეუმის მუშაობის ხარისხზე პასუხისმგებლობა დაეკისრა. ეს მუზეუმებია: მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის, მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის, მხატვარ სოსო წერეთლის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას, კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის, მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმები, ასევე, თოჯინების მუზეუმი. უკვე სამი თვეა მუზეუმების გაერთიანებას ნინო სანადირაძე ხელმძღვანელობს.