გასულის წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლის 50-ე წლისთავი აღინიშნა, 15 იანვარს კი მის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს, რადგან აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტის დაბადების დღე გახლავთ. დღევანდელი სიუჟეტიც იმ რამდენიმე მუსიკალურ თხზულებას დაეთმობა, რომლებიც ამ ლეგენდარულ პიროვნებას სხვადასხვა დროს მიეძღვნა.
1968 წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯონ კონიერსმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს ეროვნულ დღესასწაულად და დასვენების დღედ გამოცხადებას ითვალისწინებდა. მასობრივი დემონსტრაციებისა თუ რამდენიმემილიონიანი პეტიციების მიუხედავად, პროფკავშირების მიერ წამოყენებული საკანონმდებლო ინიციატივა თითქმის 10 წელი ელოდა განხილვას, 1979 წელს კი კონგრესმენებმა მოიცალეს და ხმის მიცემის პროცედურა შედგა, თუმცა კანონპროექტი მაინც ჩავარდა, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 2/3-ს 5 ხმა დააკლდა - ოპონენტებმა ანაზღაურებადი დასვენების დღე დიდი საბიუჯეტო ხარჯების მოტივით დაიწუნეს.
და აი, 1980 წელს სტივი ვანდერმა შექმნა თხზულება „Happy Birthday“, რომელიც მუსიკალური ფორმით გამოთქმული პროტესტის კლასიკური მაგალითი გახლდათ და, ამასთანავე, კანონპროექტის მხარდასაჭერი კამპანიის ჰიმნადაც იქცა. აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლ არტისტს მხარი კოლეგებმაც დაუჭირეს: მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის უკვდავსაყოფად მაჰალია ჯექსონმა, არეტა ფრანკლინმა, ბობ დილანმა, ჯოან ბაესმა და გილ-სკოტ ჰერონმა ერთობლივი კონცერტები გამართეს. ისტორიკოსების მტკიცებით, მუსიკოსების აქტივობამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და გადაწყვიტა კიდეც ზემოხსენებული ინიციატივის ბედი. 1983 წელს კანონპროექტი ჯერ კონგრესის ორივე პალატამ მიიღო, რონალდ რეიგანის ხელმოწერით კი, იანვრის ყოველი მესამე ორშაბათი მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.
1983 წელს, როცა ირლანდიური როკჯგუფი U2 მესამე სტუდიური ალბომის - „ომის“ -მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში იმყოფებოდა, ბონო მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორის სტივენ ოუტსის სამეცნიერო კვლევას კითხულობდა, რომელიც მარტი ლუთერ კინგის არაძალადობრივი გზით ბრძოლის პრინციპებსა და სტრატეგიას ეხებოდა. როგორც თავად მუსიკოსი იხსენებდა, სწორედ ეს წიგნი იქცა ახალი სიმღერის შთაგონების წყაროდ. Pride (In the Name of Love) მომდევნო წელს დუბლინის სტუდიაში ჩაიწერა და სინგლის სახით გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსებმა ირლანდიელების ნამოქმედარი დიდად არ მოიწონეს, ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და კომერციულად წარმატებულ სიმღერად იქცა ჯგუფის შემოქმედებაში, მისი საკონცერტო პრემიერა კი 1984 წლის ბოლოს, უფლებადამცველის ქვრივის კორეტა სკოტ კინგის ინიციატივით, მარტინ ლუთერ კინგის ცენტრში გამართულ საღამოზე შედგა.
დაბოლოს, ნინა სიმოუნიც ვახსენოთ, უფრო ზუსტად კი, მისი ალბომი „პროტესტის ანთოლოგია“, რომელიც 2008 წელს, მუსიკოსის გარდაცვალებიდან მე-5 წლისთავზე გამოიცა და რასობრივი სეგრეგაციის თემაზე სხვადასხვა დროს შექმნილი ისეთი თხზულებები გააერთიანა, როგორებიცაა: „Old Jim Crow“, „Mississipi Goddam“, „Young, Gifted and Black“, „Revolution“, “Strange Fruit” და Why? The King Of Love Is Dead - ნინა სიმოუნის პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის მოკვდა „სიყვარულის მეფე“, რომელსაც ჰქონდა ოცნება...