ლეგენდის თანახმად, მე-19 საუკუნეში ვინმე მონა მელექსეს ბლუზურ ჰანგზე გამოუთქვამს ნამდვილი ბლუზმენის ვაჟასეული პრინციპი: „...სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი, კვდებოდეს, არა გმინავდეს. “ერთგვარი ქცევის კოდექსიც შეუდგენია, რომლის თანახმადაც, ბლუზი არა მაძღარ-მცონარეთა, არამედ უბედური, მაგრამ კერკეტი კაკალი კაცების მოგონილი გახლავთ – თუ კაცი მორჭმით ცხოვრებას გადაჰყოლია და უსამართლობა არად ადარდებს, თუ მჩაგვრელისთვის ერთხელ მაინც საკადრისი პასუხი არ გაუცია და ამის გამო საკანში არ გამოუკეტავთ, თუ ბამბის პლანტაციებში წელში გაწყვეტილს სიკვდილი არ უნატრია და ცხვირ-პირში არც ზედამხედველთა როზგი მოხვედრია, მასზე მისისიპელი „კაი ყმა“ ნაკლებად ითქმისო. ჰოდა, დღეს ერთ ასეთ „კაი ყმაზე“ მოგახსენებთ, რომელიც ამერიკული მუსიკალური ოჯახის უსახელო და უსამართლოდ მივიწყებული წევრი ბრძანდება. არადა, მისისიპის შვილია! დელტური ბლუზის შვილი!
რობერტ ლი ბერნსაიდი ჰამონთაუნში, მისისიპის ნაპირზე დაიბადა. სიყრმე ბამბის პლანტაციებში მძიმე შრომაში, თევზის ჭერასა და საღამოობით ბლუზის ღიღინში გაატარა. პატრონ-მყვარებელი არავინ ჰყოლია, გიტარაზე დაკვრა რომ ესწავლებინა, ამიტომ, სმენასა და გულისთქმას მინდობილი, მარტო წვალობდა ნაჯაფარი ხელებით. „სოფლური ბლუზის“ ჭუპრში დაფრთიანებული 18 წლის ყმაწვილი ოჯახთან ერთად ჩიკაგოში წავიდა ლუკმაპურის საშოვნელად. იქ ბიძაშვილი, მადი უოტერსი ეგულებოდა, რომელიც უკვე ‘’ჩიკაგური ბლუზის მეფედ“ იყო ცნობილი. ჰოდა, სახელოვანი ნათესავის წყალობით, რობერტ ლი ბერნსაიდმა ქალაქის კლუბებსა და ლუდხანებში დაიწყო კონცერტების გამართვა. ისეთი ხვითო გამოდგა, რომ მისი უნიკალური, თვითნასწავლი საგიტარო ხელწერით და უჩვეულო ფალცეტით პროდიუსერები მალევე დაინტერესდნენ, სადებიუტო ალბომის ჩაწერა შესთავაზეს და დიდ სცენაზეც დაჰპირდნენ არნახულ წარმატებას. თუმცა ზუსტად მაშინ, როცა ბედნიერი წამების მოახლოება იგრძნო, იმ ჩემი ცოდვით სავსეს ბედმა უყელა, ერთბაშად მოუკლა არტისტული კარიერისა თუ უკეთესი მომავლის იმედი. ერთ საღამოს, როცა ოჯახის წევრებთან ერთად დაღლილ-დაქანცული სახლში ბრუნდებოდა, გზად გალეშილ კუკლუკსკლანელ ტიპებს გადაეყარა, შელაპარაკებას გნიასი და ტყვიების წუილი მოჰყვა. მამა, ბიძა და უფროსი ძმა მის თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს, თავად კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ამ ამბის გამო, რობერტ ლი ბერნსაიდს ჩიკაგოში აღარ დაედგომებოდა და, ცხოვრებაზე გულაყრილი, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. გულში თუ სულში რა ედო, ალბათ, არ გახლავთ რთული გამოსაცნობი – შურისძიების ფიქრი მაჯლაჯუნასავით აწვა. სმა დაიწყო, მისდღემჩი მშვიდი და ლაღი დაბღვერილი, გაფუყული დაიარებოდა. ჰოდა, ერთხელაც თავისი შავკანიანი მოძმის დამცირება ვერ აიტანა, გამოესარჩლა და მჩაგვრელს რევოლვერით გაუსწორდა. რობერტს მისისიპის ყველაზე ძველ და ნაკლებად საამო რეპუტაციის მქონე დაწესებულებაში - პარქმენის ციხეში - უკრეს თავი, თუმცა 6 თვეში გაათავისუფლეს, რადგან მისი ნამოქმედარი აუცილებელ მოგერიებად მოინათლა. ახლა ერთ უნიკალურ აუდიომასალას მოვისმენთ, რომელიც ამერიკელმა ფოლკლორისტმა ალან ლომაქსმა 1978 წელს მისისიპიში მოგზაურობისას ჩაწერა:
დიახ, რობერტ ლი ბერნსაიდის არტისტული კარიერის წამოწყების მცდელობებს ჩიკაგოში დაესვა წერტილი. როგორც ვთქვი, მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ბლუზში კლავდა გაკოტრებულ ოცნებებს. ის 90-იანების დასაწყისში გაახსენდათ, როცა რამდენიმე ეთნომუსიკოლოგმა „სოფლურ ბლუზზე“ დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა. მისისიპის ნაპირებზე კარდაკარ ეძებდნენ იმ გლეხებს, რომლებიც უკეთ გაუკვალავდნენ გზას ბლუზური სევდის ხლართებში. ამ გზაზე რობერტ ლი ბერნსაიდსაც სულ შემთხვევით გადაეყარნენ. ჰუკერისეული რიტმულ-პერკუსიული „ბუგი“ სვლებით, ერთ აკორდზე აწყობილ 30-იანი წლების ქანთრი-ბლუზს ელექტრონული ჟღერადობით ასრულებდა. ჰოდა, დოკუმენტური ფილმის წყალობით, მსოფლიომ ასაკოვანი ბლუზმენი ხელახლა აღმოაჩინა, რამდენიმე ომახიანი ალბომი ჩაწერა და გასტროლებით ევროპასაც გადასწვდა. საკვირველი ისიც გახლდათ, რომ 66 წლის რობერტ ლი ბერნსაიდის მუსიკაზე ახალგაზრდები შეიშალნენ - რაც კი წარსულში სითბო, სიყვარული და დაფასება აკლდა, სამივე ერთად დიდი დოზებით დაატეხეს თავს. ჯეელობაში წართმეული ხალისით მოხუცმა კიდევ 10 წელს ისულდგმულა. მისისიპელი „კაი ყმა“ 2005 წელს 78 წლის ასაკში აღესრულა.