„ქალაქში ჩამევიდა დიდი ცირკი, იანკები შოვს რომ უძახიან. ჯირითობდნენ სალდათები, გერმანელები, ფრანცუზები. ბოლოს კი გამოაცხადენ - კაზაკებიო. ერთი კი გევიფიქრე, რუსეთიდან თუ ჩამევიდნენ-მეთქი. გამევიდა რამდენიმე კაძახი, დაარტყენ წრე და უცფათ დეიწყეს ქართული სიმღერა. გევილურსე, ყურებს არ დოუჯერე, სიხარულისგან ისთე წამოვხტი, რომე ჩემს აფხანაკებს შეეშინდა, რა ეტაკა ამ აბდალსო. აგენი ჩემებურები არიან-მეთქი!“
დიახ, ეს უცნობი გურული კაძახის მოგონება ბაფალო ბილის შოუს უკავშირდება, ქართველმა მხედრებმა წარმოუდგენელი ილეთებით - უნაგირზე ხელ-ფეხ შემდგარი ჭენებით რომ გააოცეს ამერიკელები. ხსენებული სიმღერა კი შესაძლოა „ხასანბეგურაც“ ყოფილიყო, ჯირითზე არანაკლებ რთული, სხარტი მელოდიური ხვეულებით სავსე კრიმანჭულით. ჩვენებური მხედრებიც წლები დაეხეტებოდნენ ველურ დასავლეთში და, ალბათ, ყაბალახწაკრულნი კრიმანჭულობდნენ, შინაარსმოკლებული შეძახილებით: „რიმტირი, ორუდილა, ოვდელია, რანინა“ - გურულად „სამღერისს“, ჯაზურ ენაზე „სკეტს“ რომ ეძახიან.
ამბობენ, „სკეტზე“ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში რეგტაიმ ვოკალისტები მეტყველებდნენო. მამებსაც ასახელებენ - კრეოლ ტონი ჯექსონსა და ვინმე ჯინი გრინს. თუმცა ოფიციალურ „საჯაზო რეესტრში“ მამობის დადგენის მოწმობა ლუი არმსტრონგზეა გაცემული, დედად კი თრიაქია მოხსენიებული.
ბალღი 1926 წელს დაბადებულა, ახალი ორლეანის ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში, როცა საჩმო თავის „ცხელ ხუთეულთან“ ერთად მუშაობდა. ჩიკაგოელი კლარნეტისტის მეზ მეზროუს თქმით, თრიაქით გონებაარეულ ლუის ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერისას ტექსტი დავიწყებია, მაგრამ არ დაბნეულა და, ჩვენი გურულების არ იყოს, „ოვდელია-რანინა“-ს მსგავსი შინაარსმოკლებული ფრაზები მიუწყვია. ვოკალით საყვირის იმიტირება საჩმოს, აბა, როგორ გაუჭირდებოდა და „სკეტზე“ მშობიარობასაც სულ „შუბი-დუბით“ ჩაუვლია.
ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია თავად ახალშობილს მოვუსმინოთ, რომელსაც «Heebie Jeebies» ჰქვია და ჯაზის ისტორიაში სტუდიაში ჩაწერილ პირველ „სკეტად“ ითვლება:
http://www.youtube.com/embed/0EL7XyME-k8
მოკლედ, საჩმოს ეს სიმღერა - უფრო სწორად, უაზრო სიტყვებით ვოკალური თამაშობა - რევოლუციური მნიშვნელობის გამოდგა. ჯაზ-ვოკალისტებმაც ეგრევე აითვისეს „სკეტი“ და იმ ხნიდან მოყოლებული დღემდე ამ უჩვეულო ენაზე მეტყველებენ ხოლმე. მათი ნუსხა დიდია, ამიტომ, თქვენი ნებართვით, პირადი სიმპათიებით ვიხელმძღვანელებ და რამდენიმე მათგანს გავიხსენებ.
იყო ასეთი კაცი, ნორმან გრანცი, მეტად ჭკვიანი და გაქექილი პროდიუსერი. მენეჯერული ალღო თუ ჯაზური გემოვნება შესაშური ჰქონდა. მისი ცნობილი სტუდიის „ვერვ რეკორდსის“ წყალობით კი ჯაზმენთა მთელმა თაობებმა გაითქვა სახელი: დიზი გილესპიმ, ჩარლი პარკერმა, ლესტერ იანგმა, როი ელდრიჯმა და მრავალმა სხვამ.
ერთხელაც ელა ფიცჯერალდს მისდგა. ჯერ გერშვინის კომპოზიციები ჩააწერინა, მერე ოსკარ პიტერსონთან, ჯო პასთან და კაუნტ ბეისისთან ერთად ამუშავა. აი, დიუკ ელინგტონის დაყოლიება კი რის ვაი-ვაგლახით მოახერხა. ჰოდა, ერთხელ სთხოვა, ელასთვის რამდენიმე არანჟირება მოამზადეო. ბავშვობიდანვე განებივრებული ხასიათის კაცი იყო, ახირებებით სავსე და სხვის ჭკუაზე სიარული მაინცდამაინც არ უყვარდა. ადგა და ფეხებზე დაიკიდა პროდიუსერის დავალება. ვაშინგტონელის უპასუხისმგებლობით ნორმან გრანცი ისე განრისხდა, ელამ იფიქრა, რამე უბედურება არ დატრიალდესო და ერთგვარი მანდილი ჩააგდო მათ შორის - უფრო სწორად კი, იმპროვიზაციული „სკეტი“. ეგ საქმე კი თუ როგორ ეხერხებოდა, თავად უფრო უკეთ გვეტყვის:
http://www.youtube.com/embed/PbL9vr4Q2LU
როცა „სკეტზე“ ვსაუბრობთ, კიდევ რამდენიმე ვოკალისტი რომ არ ვახსენოთ, არ გამოვა - ბილი ჰოლიდეი გინდა, დაინა უოშინგტონი თუ სარა ვონი. კებ კელოუეისაც ნუ დავივიწყებთ, ჰარლემური „კოტონ ქლაბის“ უსტაბაშს, თავისი „Minnie the Moocher“-ით. მაგრამ მოდი მათზე სხვა დროს ვისაუბროთ. დღეს კი ერთ შესანიშნავ მუსიკოსს გავიხსენებ. იგი პირველად ოსკარ პიტერსონის ტრიოს 1964 წლის ალბომში აღმოვაჩინე, რომელსაც ასევე ერქვა: „ოსკარ პიტერსონის ტრიო პლუს ერთი“. ჰოდა, ეს პლუს ერთი კლარკ ტერი გახლდათ, როგორც ამბობენ, კაცი-ლეგენდა, შესანიშნავი მესაყვირე და არანაკლები „მოკრიმანჭულე“.
http://www.youtube.com/embed/eJuFDvH8wGs