გასული საუკუნის დასაწყისში მისისიპური ქალაქი კლარკსდეილი პატარა და კოპწია დასახლება გახლდათ. ტიპიური სამხრეთამერიკული ქალაქი: თეთრად შეღებილი შეფიცრული სახლებითა და ტერასებით, ბაპტისტური ეკლესიებითა და დუქნებით, მოხეტიალე მუსიკოსებითა და კოლორიტული ლოთებით სავსე. მაგრამ გარეგნული პეწის გარდა, მომხიბვლელობასა თუ მნიშვნელობას კიდევ უფრო წარსული ჰმატებდა, რადგან აქ ერთ დროს გულჩათხრობილი რობერტ ჯონსონი დახეტიალებდა. დიახ, ის მისისიპელი „ფაუსტი“, ეშმაკს რომ გაურიგდა და რომლის წყალობითაც, კლარკსდეილი დელტა-ბლუზის გაჩენის ადგილად იქნა აღიარებული.
ჯონ ლი ჰუკერიც 1917 წლის 22 აგვისტოს ამ ქალაქის მახლობლად დაიბადა. მამამისი ღვთისმოშიში კაცი ბრძანდებოდა და, სპირიჩუელსის გარდა, სხვას არაფერს აღიარებდა. ცოლ-შვილი მალე მიატოვა, ხოლო მისი ადგილი უილიამ მურმა დაიკავა. მამინაცვალმა კი გაამართლა - გაქექილი ბლუზმენი გამოდგა და გერს ეს მუსიკა სწორედ მან შეაყვარა - თავად საყვირზე უკრავდა, პატარა ჯონი კი გიტარაზე. თუმცა მამაშვილურ ბლუზურ სესიებს დედისგან მალულად ატარებდნენ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფუქსავატობდნენ - ქალს მძიმე შრომაში არ ეხმარებოდნენ და კლუბებში ერთად დაძვრებოდნენ. ჯონს ჭირის დღესავით ეზარებოდა ბამბის პლანტაციებში ქანცის გაწყვეტამდე ჯაფა და 15 წლის რომ შეიქნა, სახლიდან უკან მოუხედავად გაიქცა. თითქმის მთელ სამხრეთში იხეტიალა, ხან მემფისურ კლუბებში უკრავდა რობერტ ლოკვუდთან ერთად, ხანაც ცინცინატში იყო გოსპელჯგუფების აკომპანიატორი, 40-იან წლებში კი დეტროიტში მოიკიდა ფეხი. ვინაიდან ჰონორარები უმნიშვნელო გახლდათ, მეეზოვის შრომასაც არ თაკილობდა.
http://www.youtube.com/embed/q-fSZRYeBWk
დელტური ბლუზის მუსიკალური სტრუქტურის ამბავი მოგეხსენებათ: აკუსტიკურ გიტარაზე შესრულებული და სამტაეპიანი ლირიკით გაჯერებული 12-ტაქტიანი კვადრატები. მაგრამ ჰუკერს ინსტრუმენტული თუ ვოკალური ხელწერა ყველასგან გამოარჩევდა. მართალია, ომამდელ ქანთრი-ბლუზს ასრულებდა, მაგრამ თავის ყაიდაზე მორჯულებულს. თანაც, არა აკუსტიკური, არამედ ელექტროგიტარით, რაც იმხანად უცხო ხილი გახლდათ. ზოგიერთები ამბობდნენ, პრიმიტიულ მუსიკას ასრულებსო. მართლაც ასეც იყო - ერთ აკორდზე აწყობილი სიმღერები მარტივი და ბანალური ჩანდა. თუმცა მისი აკომპანირება ბევრ გამოცდილ არტისტს მაინც უჭირდა. ჰუკერის უჩვეულო ე.წ. „ბუგი“ სვლები და მისისიპური ღრმა, ხეშეში ხმა, როგორც იტყვიან, მკვდრებსაც კი აცეკვებდა.
http://www.youtube.com/embed/KmmCJnWx06Q
ეს ჯონ ლი ჰუკერის ერთ-ერთი პირველი სტუდიური ჩანაწერი გახლდათ, რომელიც გამოსვლისთანავე მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. სხვა ისეთმა ბლუზებმაც გაამართლა, როგორებიცაა: "I'm In The Mood", "Crawling King Snake Blues". თუმცა, აშენდაო, ვერ ვიტყოდი. ამ არნახული წარმატებით ხმის ჩამწერმა სტუდიებმა უფრო იხეირეს, ვიდრე თავად ავტორმა. გროშებს უხდიდნენ, ამიტომ, თავი რომ გაეტანა და კაბალური კონტრაქტიც არ დაერღვია, სცენაზე ზოგჯერ სხვა სახელით გამოდიოდა. სამოციანებში, როცა შტატებში ფოლკმომღერალთა ბუმი დადგა და ბლუზმაც დაკარგა კომერციული მუსიკის სტატუსი, ჰუკერი არ დანებდა - რაღაც ხანს აკუსტიკურ პროექტებზე წაიმუშავა და, რაც მთავარია, ასაკის მატებასთან ერთად ბლუზური ხელწერაც დახვეწა. თუ ხსენებული ფოლკმუსიკის პოპულარობის ფონზე ბევრი სახელოვანი ბლუზმენი ჩაიკარგა, მისისიპელი ერთადერთი გამოდგა, რომელიც გარდაუვალ აღსასრულსა თუ მივიწყებას გადაურჩა. საკუთარი ნიჭის გარდა, ამაში სხვა ფაქტორიც წაეხმარა. ახალგაზრდა მსმენელს მის ბლუზებს უკვე ისეთი ჯგუფები სთავაზობდნენ, როგორიც იყო „იარდბერდსი“ და „ენიმალსი“.
http://www.youtube.com/embed/Llfy_-jjzQg
80-იან წლებში ჰუკერი სტუდიურ მუშაობას პატარა კლუბებში დაკვრას არჩევდა, თუმცა 1989 წელს პროდიუსრებემა მაინც გატეხეს და ის ცნობილი დისკიც გამოიცა, ჩვენშიც რომ გაგიჟებით შეიყვარეს. რა თქმა უნდა, „The Healer"-ს ვგულისხმობ, კარლოს სანტანასა და ბონი რეიტთან ერთად. ხსენებულ ალბომზე ბონი ამბობდა, ჰუკერის ხელში გიტარა ყველაზე ეროტიკული ინსტრუმენტია, რაც კი ოდესმე მინახავს და მომისმენიაო. დიახ, ჰუკერს უყვარდა ახალგაზრდა მუსიკოსებთან თანამშრომლობა. რაი კუდერს, ერიკ კლაპტონს, ჯაგერ-რიჩარდსს, ვან მორისონსა და ალბერტ კოლინსს შვილებად მოიხსენიებდა. „მათი მამა ვარ, უფრო სწორად, მათი მუსიკის მამა-მარჩენალი და შთაგონების წყარო. ეს ზუსტად ვიცი და ამას ისინიც აღიარებენო“, - თავის მნიშვნელობას შეახსენებდა ხოლმე. არსებითად ეს არც სჭირდებოდა, რადგან როკენროლის საქმეებით დაკავებული მთელი თაობები ყოველთვის ქედს იხრიდნენ მისისიპელის წინაშე. „ბუგის მეფე“ მუსიკის კეთებაზე მეტად იმით ხარობდა, რომ თავისი საქმის უამრავი გამგრძელებელი გამოზარდა. ასევე აღესრულა - კმაყოფილი და უზომოდ ბედნიერი. მისისიპელმა შამანმა 2001 წლის 21 ივნისს მშვიდად დაიძინა და აღარ გაიღვიძა.
http://www.youtube.com/embed/7YgsfMqNCbw