ძველი თბილისის ისტორიისა და სიძველის თაყვანისმცემლებისათვის ხარფუხში, ალგეთის შესახვევის პირველ ნომერში მდებარე სახლი წმიდათაწმიდა ადგილად ითვლება. ამ მისამართზე ათეულობით წლების განმავლობაში სახალხო პოეტი და აკადემიკოსი, ძველი ტფილისის ყველაზე დიდი მეხოტბე და მნიშვნელოვანი მკვლევარი იოსებ გრიშაშვილი ცხოვრობდა, 1969 წლიდან კი ალგეთის შესახვევის პირველ ნომერში განთავსებულია გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი, რომელიც მწერლის მიერ თავმოყრილ ათასობით უნიკალურ წიგნს, სამუსიკო ნაწარმოების ნოტებს, ფირფიტას, აფიშას, ძველი თბილისის ფოტოსა და კულტურის აღმნიშვნელ უამრავ ნივთს ინახავს.
მეიდანზე გოგირდის აბანოებიდან გამოსული, თუ არ დაიზარებთ და, როგორც წლების წინ შინ მიმავალი პოეტი, თქვენც აღმა აუყვებით აწ უკვე გრიშაშვილისად წოდებულ ქუჩას, 10-15 წუთში მიადგებით ალგეთის ქუჩის ასახვევს, რომელიც, მე-19 საუკუნის თბილისის მსგავსად, დღესაც რიყის ქვითაა მოკირწყლული. სწორედ ამ პატარა ქუჩის პირველ ნომერში (ძველი აბრის მიხედვით, „პიატი პოლიცეისკი უჩასტოკ“) მდებარეობს გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი, რომლის დირექტორი, პოეტის დის შვილიშვილი ნოდარ გრიგორაშვილი, გულითად მასპინძლობას უწევს როგორც მკვლევარებს, ასევე სიძველეების მოყვარულ ტურისტებს:
„65 ათასი ერთეული წიგნია სულ. გვაქვს იშვიათი გამოცემები. მე-18-მე-19 საკუნეების, ავტორის სიცოცხლეშივე გამოცემული წიგნები, მაგალითად, პუშკინის, ლერმონტოვის და სხვ. ქართული წიგნის ბიბლიოგრაფიის პირველი ტომი როცა შეადგინეს, თავი მოუყარეს 1629-1920 წლებში გამოცემულ ლიტერატურას. ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდები რომ დავამუშავეთ, აღმოჩნდა, რომ 240-ზე მეტი დასახელების წიგნი მხოლოდ აქ არის. ერთ-ერთი ასეთი წიგნია „ყასაბი მიხუას დახრჩობა მტკვარში“, რომლის მსგავსი კიდევ არაერთი გვაქვს ფოლკლორის განყოფილებაში.“
„ყასაბი მიხუას დახრჩობა მტკვარში“ 1902 წელსაა გამოცემული და მას იოსებ გრიშაშვილი თავის „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ ახსენებს. ამ წიგნის ნახვა და წაკითხვა მხოლოდ აქ, გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმსა და პეტერბურგში, რუსეთის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი. ცხადია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ლიტერატურულ შედევრთან, არამედ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობასთან, რომელშიც საშოვარზე წასულ თბილისელ ყასაბს ბედი უმუხთლებს და ბორნიდან მტკვარში გადავარდება:
„ბატკნებისა საყიდვლათ
ავლაბარში წახვედი.
გძელი გზა რომ მოგეჭრა,
მტკვარზე ბორნით გახვედი.
უცბათ, მოულოდნელათ
წყლისკენ გადაიხარე.
გადავარდი, და თუმცა
ბევრი ძალა იხმარე,
მაგრამ მაინც ვერა გზით
ბორანს ხელი ვერ ჰკიდე
და ძაფი სიცოცხლისა
სამუდამოთ იწყვიტე.
ოხ, დაგიწყდეს სათავე,
მტკვარო, ღალატიანო,
არვის შემცოდ–შემბრალო,
გველო შხამ–გესლიანო!“
წიგნების გარდა ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცულია ათასზე მეტი სამუსიკო ნაწარმოების ნოტები, რვაასზე მეტი გრამოფონის ფირფიტა, ხუთასამდე სათეატრო აფიშა და დადგმათა ექვსასამდე პროგრამა, უამრავი სხვადასხვა სურათი, ძველი თბილისის ოთხასამდე ხედი, ოცდათხუთმეტი ფოტოალბომი, მწერალთა სურათებით და იოსებ გრიშაშვილის ნაცნობ-მეგობართა გამოსახულებით. მუზეუმში ასევე ინახება ძველი თბილისის ყოფისა და კულტურის ამსახაველი სამას ოთხმოცდაათი ნივთი - მათ შორის, დერციკების ანუ აზიელი მკერავების მაკრატელი და ადლი, რომლებსაც ოსტატები ქამრით ატარებდნენ. და კიდევ, როგორც ნოდარ გრიგორაშვილი ამბობს, აქვე გამოფენილია მე-19 საუკუნის თბილისში გავრცელებული მუსიკალური ინსტრუმენტები:
„დუდუკები, ზურნა, სალამური, თარი, საზი, დაირა, დიპლიპიტო, არღანი და სხვ. არღანი გაკეთებულია ოდესის ფაბრიკაში, რომელიც ჩეხ ივან ნეჩადას ეკუთვნოდა. თბილისში შეიძინა და ავლაბრელ ოსტატს ქიტესოვს ჩააწერინა რვა მელოდია, რომელთაგან ოთხი თავად იოსებ გრიშაშვილის ლექსებზეა შექმნილი.“
არღანზე, 1958 წლის 16 სექტემბერს გაკეთებული წარწერის მიხედვით, ჩეწერილია შემდეგი მელოდები: 1. მარუსია ატრავილას, 2. არ შეგცივდეს, ბარაშკაჯან, 3. ჩობანი ბაიათი, 4. სადაც არის გათენდება, 5. სად შენი და სად იმისი თვალები, 6. სუბოტა, 7. სულიკო, 8. ბაღდადური. წარწერა მთავრდება ავტოგრაფით: „არღნის ოსტატი იაკობ ქიტესოვი, ავლაბარი, შემახის ქუჩა N32“. ბიბლიოთეკა–მუზეუმის დირექტორის ნოდარ გრიგორაშვილის თქმით, ექსპონატების განლაგების სქემა, ვიტრინების დიზაინი ავთო ვარაზის მიერაა გაკეთებული და გასაკვირი არაა, რომ მუზეუმში დაცული საგანძური მნახველზე სათანადო შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა, როგორც თბილისზე მზურნველთა გაერთიანების - „თბილისის ჰამქრის“ - ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი არ არის განებივრებული დამთვალიერებლების სიმრავლით და ეს მაშინ, როცა, თუ რამეა სანახავი თბილისში, ეს, პირველ რიგში, ამ მუზეუმში დაცული საგანძურია:
„რომ ახვალ იქ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და პათეტიკის გარეშე, გეუფლება განცდა, რომ რაღაც პერიოდით მე-19 საუკუნეში მოხვდი. იქ დრო ჩერდება და აღმოჩნდები რევოლუციამდელ თბილისში, სადაც ერთ მხარეს კულა გლდანელი ჩანს, მეორე მხარეს - ქამრიანი სონა, საიდანღაც ჰაზირა შემოგეგებება... საოცრებაა! „ლიტერატურულ ბოჰემაში“ რაც აქვს აღწერილი იოსებ გრიშაშვილს, იმ სამყაროში აბიჯებ პირდაპირ.“
ცხადია, ყველაფერი ეს თავად იოსებ გრიშაშვილის დამსახურებაა, ადამიანისა, რომელიც წიგნებსა და სხვა ექსპონატებს 4 წლის ასაკიდან აგროვებდა, თუმცა, როგორც ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, იოსებ გრიშაშვილი მხოლოდ ბიბლიოფილი და კოლექციონერი როდი იყო:
„ასეთი მკვლევარი თბილისს, პირდაპირ ვიტყვი, არ ჰყოლია. იყო ვახტანგ ბერიძე, იყო შოთა მესხია, რომელიც ისტორიას საოცრად იკვლევდა, იყვნენ ეთნოგრაფიული კუთხით მკვლევარები, მაგრამ, საერთო ჯამში, არქიტექტურულ, ეთნოგრაფიულ და ისტორიოგრაფიულ ჭრილში, ერთად, ასეთი კვლევები არავის არ აქვს. „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“ არის მე-19 საუკუნის თბილისის ბიბლია, ეს არის მწვერვალი ქალაქის ისტორიოგრაფიულ-ეთნოგრაფიული კვლევისა. ეს არის უზარმაზარი ძეგლი ქალაქის ისტორიისა!“
ალექსანდრე ელისაშვილმა ძეგლი ახსენა. უცნაურია, მაგრამ ადამიანს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა თბლისისთვის, ძეგლი კი არა, ბიუსტიც კი არ უდგას. არადა, როგორც ნოდარ გრიგორაშვილი ამბობს, მცდელობა ყოფილა.
„1988-89 წლები იყო, გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა, ძეგლები უნდა დაიდგასო. გრიშაშვილის ძეგლი უნდა დაედგათ იქ, სადაც ახლა ალიევის ბიუსტი დგას. ხარჯთაღრიცხვა, ყველაფერი შეადგინეს, პროექტიც გამზადებული იყო, მაგრამ ქვეყანა აირია და ვისღა ეცალა მისთვის“, უთხრა ნოდარ გრიგორაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა იოსებ გრიშაშვილმა, როგორც ნამდვილმა მეცნიერმა და პოეტმა, თვითონ დაიდგა ხელთუქმნელი ძეგლი ბიბლიოთეკა–მუზეუმის, „ლიტერატურული ბოჰემისა“ და ლირიკული პოეზიის სახით. გარკვეულ წრეებში დღემდე პოპულარულია გრიშაშვილის ლექსებზე დაწერილი ქალაქური სიმღერა–ბაიათები, მათ შორის, „მებადური“, რომელიც პოეტმა გაბრიელ სუნდუკიანცის „პეპოს“ მიუძღვნა და რომელსაც გლახო ზახაროვი ასრულებს:
„სისხამ დილით თევზებს ვიჭერ,
ბადით ხელში მივალ წყალზე,
ვენაცვალე ჩემ ძმა–ბიჭებს –
არ ფიქრობენ მომავალზე.
როცა ბადეს ვისვრი წყალში,
მას მოჰყვება ჩემი სარჩო,
ნავ-ტიკებზე ქეიფობენ
ბაკულა და ჩემი დარჩო.
დღეს მოგებულს დღესვე ვხარჯავ,
შესანახად ვის აქვს თავი!
ბადე ჩემი ქონებაა,
მტკვარი - ჩემი შემნახავი!“
მეიდანზე გოგირდის აბანოებიდან გამოსული, თუ არ დაიზარებთ და, როგორც წლების წინ შინ მიმავალი პოეტი, თქვენც აღმა აუყვებით აწ უკვე გრიშაშვილისად წოდებულ ქუჩას, 10-15 წუთში მიადგებით ალგეთის ქუჩის ასახვევს, რომელიც, მე-19 საუკუნის თბილისის მსგავსად, დღესაც რიყის ქვითაა მოკირწყლული. სწორედ ამ პატარა ქუჩის პირველ ნომერში (ძველი აბრის მიხედვით, „პიატი პოლიცეისკი უჩასტოკ“) მდებარეობს გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი, რომლის დირექტორი, პოეტის დის შვილიშვილი ნოდარ გრიგორაშვილი, გულითად მასპინძლობას უწევს როგორც მკვლევარებს, ასევე სიძველეების მოყვარულ ტურისტებს:
„ყასაბი მიხუას დახრჩობა მტკვარში“ 1902 წელსაა გამოცემული და მას იოსებ გრიშაშვილი თავის „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ ახსენებს. ამ წიგნის ნახვა და წაკითხვა მხოლოდ აქ, გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმსა და პეტერბურგში, რუსეთის სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი. ცხადია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ლიტერატურულ შედევრთან, არამედ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობასთან, რომელშიც საშოვარზე წასულ თბილისელ ყასაბს ბედი უმუხთლებს და ბორნიდან მტკვარში გადავარდება:
არღანი გაკეთებულია ოდესის ფაბრიკაში, რომელიც ჩეხ ივან ნეჩადას ეკუთვნოდა. თბილისში შეიძინა და ავლაბრელ ოსტატს ქიტესოვს ჩააწერინა რვა მელოდია ...ნოდარ გრიგორაშვილი
„ბატკნებისა საყიდვლათ
ავლაბარში წახვედი.
გძელი გზა რომ მოგეჭრა,
მტკვარზე ბორნით გახვედი.
უცბათ, მოულოდნელათ
წყლისკენ გადაიხარე.
გადავარდი, და თუმცა
ბევრი ძალა იხმარე,
მაგრამ მაინც ვერა გზით
ბორანს ხელი ვერ ჰკიდე
და ძაფი სიცოცხლისა
სამუდამოთ იწყვიტე.
ოხ, დაგიწყდეს სათავე,
მტკვარო, ღალატიანო,
არვის შემცოდ–შემბრალო,
გველო შხამ–გესლიანო!“
წიგნების გარდა ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცულია ათასზე მეტი სამუსიკო ნაწარმოების ნოტები, რვაასზე მეტი გრამოფონის ფირფიტა, ხუთასამდე სათეატრო აფიშა და დადგმათა ექვსასამდე პროგრამა, უამრავი სხვადასხვა სურათი, ძველი თბილისის ოთხასამდე ხედი, ოცდათხუთმეტი ფოტოალბომი, მწერალთა სურათებით და იოსებ გრიშაშვილის ნაცნობ-მეგობართა გამოსახულებით. მუზეუმში ასევე ინახება ძველი თბილისის ყოფისა და კულტურის ამსახაველი სამას ოთხმოცდაათი ნივთი - მათ შორის, დერციკების ანუ აზიელი მკერავების მაკრატელი და ადლი, რომლებსაც ოსტატები ქამრით ატარებდნენ. და კიდევ, როგორც ნოდარ გრიგორაშვილი ამბობს, აქვე გამოფენილია მე-19 საუკუნის თბილისში გავრცელებული მუსიკალური ინსტრუმენტები:
არღანზე, 1958 წლის 16 სექტემბერს გაკეთებული წარწერის მიხედვით, ჩეწერილია შემდეგი მელოდები: 1. მარუსია ატრავილას, 2. არ შეგცივდეს, ბარაშკაჯან, 3. ჩობანი ბაიათი, 4. სადაც არის გათენდება, 5. სად შენი და სად იმისი თვალები, 6. სუბოტა, 7. სულიკო, 8. ბაღდადური. წარწერა მთავრდება ავტოგრაფით: „არღნის ოსტატი იაკობ ქიტესოვი, ავლაბარი, შემახის ქუჩა N32“. ბიბლიოთეკა–მუზეუმის დირექტორის ნოდარ გრიგორაშვილის თქმით, ექსპონატების განლაგების სქემა, ვიტრინების დიზაინი ავთო ვარაზის მიერაა გაკეთებული და გასაკვირი არაა, რომ მუზეუმში დაცული საგანძური მნახველზე სათანადო შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა, როგორც თბილისზე მზურნველთა გაერთიანების - „თბილისის ჰამქრის“ - ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი არ არის განებივრებული დამთვალიერებლების სიმრავლით და ეს მაშინ, როცა, თუ რამეა სანახავი თბილისში, ეს, პირველ რიგში, ამ მუზეუმში დაცული საგანძურია:
ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“ არის მე-19 საუკუნის თბილისის ბიბლია, ეს არის მწვერვალი ქალაქის ისტორიოგრაფიულ-ეთნოგრაფიული კვლევისა ...ალექსანდრე ელისაშვილი