19 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტის დირექტორი ნანა იაშვილი და სამხატვრო აკადემიის დოქტორანტი მიხეილ დარჯანია.
ნანა იაშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტების ჯგუფი აქტიურად მუშაობს ქალაქის იდენტობისა და კულტურის კვლევის მიმართულებით და ცდილობენ ინოვაციური მეთოდით შექმნან ალტერნატიული "მოგზაურის რუკები", რომლებიც კონკრეტული ურბანული სივრცის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ისტორიული ფენების, ყოფა-ცხოვრებისა და ტრადიციების შესწავლისთვის გამოიყენება. როგორ ცვლის ტექნოლოგიები სახელოვნებო პროცესებს, რამდენად ამარტივებს ვირტუალური რეალობა უცხო გარემოს აღქმას, როგორ შეიძლება სხვადასხვა დისციპლინის გამოყენებით ქალაქებში მიმდინარე ურბანული პროცესების დაფიქსირება - სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმრებთან ერთად.