საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი ვარდნას განაგრძობს, იკლო ტურიზმის მოცულობამ და კიდევ უფრო შემცირდა ექსპორტი. მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, საქართველოს მთავრობა იუწყება, რომ ქვეყნის ეკონომიკა პირველ კვარტალში 3.2 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, აშშ-ის დოლარში გამოსახული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდი დოლარით შემცირდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 3 პროცენტზე ოდნავ მეტად გაიზარდა. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია დაგეგმილ 5 პროცენტიან ზრდაზე. თუ მონაცემებს აშშ დოლარში გამოვსახავთ, აღმოჩნდება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი გაცილებით დაბალი იქნება. მიუხედავად ამისა, მმართველი პოლიტიკური გუნდი და მისი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს მაღალ შეფასებას აძლევს.
Your browser doesn’t support HTML5