მტკვრის დაბინძურება და ”განზავების” მაჩვენებელი

ნინო ჩხობაძე, მარინე არაბიძე

არის თუ არა მდინარე მტკვარი დაბინძურებული? ”რა თქმა უნდა, არის! ” - ამბობენ ისინი, ვინც მტკვრის სისუფთავის პრობლემას იკვლევს. თუმცა საგანგებო მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ დაბინძურების პროცენტი დასაშვებ ნორმას არ აღემატება. არადა, ნებისმიერი გამვლელი ხედავს, როგორ ტივტივებს მტკვრის ზედაპირზე პლასტმასის ბოთლები და საყოფაცხოვრებო ნაგვის ნარჩენები, ზაფხულის დღეებში კი სუნი, რომელიც მდინარეს უდის, არაორაზროვნად მიუთითებს მის წარმომავლობაზე. მაშ, რაშია საქმე? რატომ არის, რომ საკმაოდ ავტორიტეტული მონიტორინგის მონაცემებით მტკვარი სუფთაა, რეალურად კი დაბინძურებული. ირკვევა, რომ საქმე, ”განზავების” პროცენტში ყოფილა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მდინარის დაბინძურების სხვადასხვა წყარო არსებობს, მტკვარი საკმაოდ წყალუხვი მდინარეა და წყალში ”განზავების” შედეგად, დაბინძურების პროცენტი გარკვეულ სტანდარტებში ჯდება. მაშ ასე, არის თუ არა მტკვარი დაბინძურებული? თუ არის, რა კეთდება რომ არ იყოს? ამ პრობლემებზე საუბრობენ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და დარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.


Your browser doesn’t support HTML5

საუბარი ნინო ჩხობაძესთან და მარინე არაბიძესთან