მთის კალთებზე მოძრაობის წესები

ორიოდე დღის წინ საქართველო ტრაგიკულმა ამბავმა შეძრა. გუდაურის სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა ვაჟი 12 წლის გოგონას დაეჯახა. გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კი დღემდე საავადმყოფოში რჩება. უბედური შემთხვევის მიზეზების დადგენა გამოძიების საქმეა, თუმცა ამ ამბავმა საზოგადოება ერთბაშად დააფიქრა ზამთრის სათხილამურო ტრასებზე მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემაზე. იმაზე, თუ რა პირობებში სრიალებენ ამ ტრასებზე ბავშვები თუ სპორტსმენები, იმაზე, რომ წარამარა გვესმის: „ჩემმა შვილმა ფეხი მოიტეხა“, „ჩემი ქმარი დაშავდა“ და ასე შემდეგ... სოციალურ ქსელებში ბევრი დაიწერა და საგანგებო პეტიციაც გამოჩნდა, რომლითაც საზოგადოების წევრები ხელისუფლებას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების ზომების პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით მიმართავენ.

ლუკა ჩემია, გიორგი დავითაშვილი, გიორგი გოცირიძე

რა პრობლემები არსებობს, და ვისი საქმეა თვალი მიადევნოს მათ. უნდა იყოს თუ არა რეგულაციები ამ სფეროში და არსებობს თუ არა ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგია. სწორედ ამაზე საუბრობენ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან მთის მგეგმარებელი გიორგი გოცირიძე, პეტიციის ავტორი გიორგი დავითაშვილი და მოთხილამურე ლუკა ჩემია. საუბარს მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

Your browser doesn’t support HTML5

მთის კალთებზე მოძრაობის წესები