16 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ გვანცა აქიაშვილი და თაკო ძაგანია-ბარამიძე, წარმომადგენლები ორგანიზაციისა "ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა". ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, მათი პოტენციალის წარმოჩენას და რეალიზებას მრავალფეროვნების საკითხების გამოყენებით და სურს ახალგაზრდების აქტიურობა მიმართოს საზოგადოების ფორმირებისა და საჭირო ცვლილებების განხორციელებისკენ.
ახალგაზრდების გასააქტიურებლად და მათთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გადასაცემად ორგანიზაცია რამდენიმე წელია არაფორმალურ განათლებას იყენებს და აწყობს "მრავალფეროვნების სკოლას" 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის. სკოლის პროგრამა ერთწლიანია და ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდებს, გარდა სალექციო ნაწილის მოსმენისა, კონკრეტულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობაც ეძლევათ. ,,მრავალფეროვნების სკოლაში" მონაწილეობა უფასოა და 2017 წელს 50 ახალგაზრდას მიეცემა სწავლის საშუალება.
Your browser doesn’t support HTML5