17 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის გადაცემის" სტუმრები იყვნენ ნაზი ჯანეზაშვილი, "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი დირექტორი და ანა ნაცვლიშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე. მათ ილაპარაკეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობასა და ამ პროცესის გამართული პროცედურით წარმართვის მნიშვნელობაზე. სტუმრებმა ხაზი გაუსვეს არათანაბარ მიდგომას მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ, ილაპარაკეს ინტერესთა კონფლიქტზე - როცა იუსტიციის საბჭოს მდივანი თავად არის კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე. ითქვა აგრეთვე, რომ მოსამართლეობის ზოგიერთ კანდიდატთან გასაუბრებას საბჭოს წევრთა ნაწილი არ ესწრებოდა. სულ მალე კი მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.