სტუმრად ჩვენს ეთერში: ვანო ჩხიკვაძე

21 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვანო ჩხიკვაძე, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალურმა კოალიციამ გასული კვირის ბოლოს გამოაქვეყნა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პოლიტიკური ნაწილის შესრულების ანგარიში. ვანო ჩხიკვაძემ აღნიშნა, რომ ვალდებულებების შესრულების ზუსტი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია მომავალ სამოქმედო გეგმებში განისაზღვროს ნიშნულები თითოეული სფეროსთვის და შეფასებისას სწორედ მათთან შედარდება შედეგები.